ნინო ლაცაბიძე - რუსთავში, ყველა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ  მწვანე არეალების შექმნას

რუსთავში, აფხაზეთის ახალ ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც ახლახან დასრულდა, გამწვანების აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციის ფარგლებში 40 ძირი არყის ხე დაირგა.

გამწვანების აქციაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, ახალგაზრდებთან და ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

,,რუსთავში, ყველა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რა თქმა უნდა ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე არეალების შექმნას. დღესაც, ჩვენს პარლამენტარებთან და ახალგაზრდებთან ერთად გვქონდა გამწვანების აქცია. 40 ათწლოვანი არყის ხე დავრგეთ ლომოური-აფხაზეთის დამაკავშირებელ ახალ ქუჩაზე, რომლის სრული რეაბილიტაციაც ახლახან დავასრულეთ. დღემდე, ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა და გენგეგმით იყო გათვალისწინებული. ქალაქის ურბანული განვითარება გრძელდება და სწორედ ამ ტიპის ახალი ინფრასტრუქტურა და გამწვანება აძლევს ქალაქს ევროპულ და თანამედროვე იერსახეს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

აფხაზეთის და ლომოური-აფხაზეთის დამაკავშირებელი გზების სრული რეაბილიტაცია ახლახან დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

პროექტის თანახმად, აღნიშნულ ქუჩებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო მწვანე სივრცეები, სანიაღვრე ქსელი, გაკეთდება ველობილიკები, ტროტუარები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.

,,რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მიმდინარე წელს 40-მდე მისამართზე განხორციელდა სამუშაოები. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს, როგორც არსებული გზების რეაბილიტაცია, ასევე სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გამწვანების აქცია გაიმართა დღეს აფხაზეთის ქუჩაზე, სადაც ინფრასტრუქტურა დღემდე საერთოდ არ არსებობდა. ეს გზა ძალიან ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, რადგან რამდენიმე მიკრორაიონს აკავშირებს ერთმანეთთან, განტვირთავს ცენტრალურ გზას და შეამცირებს გადაადგილების დროს”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია GWP-იმ აფხაზეთის ქუჩაზე 500 მმ დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი შეცვალა, მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და ჩამკეტი ურდულები. ბუნებრივი აირისა და ელექტროკომუნიკაციები მოეწყო მიწისქვეშ. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო 500 მმ დიამეტრის კოლექტორი.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნინო ლაცაბიძე - რუსთავში, ყველა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ  მწვანე არეალების შექმნას

რუსთავში, აფხაზეთის ახალ ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციაც ახლახან დასრულდა, გამწვანების აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, აქციის ფარგლებში 40 ძირი არყის ხე დაირგა.

გამწვანების აქციაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა, პარლამენტარმა ალექსანდრე დალაქიშვილმა, ახალგაზრდებთან და ,,რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებთან ერთად მიიღეს მონაწილეობა.

,,რუსთავში, ყველა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რა თქმა უნდა ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მწვანე არეალების შექმნას. დღესაც, ჩვენს პარლამენტარებთან და ახალგაზრდებთან ერთად გვქონდა გამწვანების აქცია. 40 ათწლოვანი არყის ხე დავრგეთ ლომოური-აფხაზეთის დამაკავშირებელ ახალ ქუჩაზე, რომლის სრული რეაბილიტაციაც ახლახან დავასრულეთ. დღემდე, ამ ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არსებობდა და გენგეგმით იყო გათვალისწინებული. ქალაქის ურბანული განვითარება გრძელდება და სწორედ ამ ტიპის ახალი ინფრასტრუქტურა და გამწვანება აძლევს ქალაქს ევროპულ და თანამედროვე იერსახეს”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

აფხაზეთის და ლომოური-აფხაზეთის დამაკავშირებელი გზების სრული რეაბილიტაცია ახლახან დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, აფხაზეთის ქუჩაზე, მე-7, მე-8 მიკრორაიონებს შორის და ლომოურის ქუჩასთან დამაკავშირებელ გზებზე, სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო.

პროექტის თანახმად, აღნიშნულ ქუჩებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო მწვანე სივრცეები, სანიაღვრე ქსელი, გაკეთდება ველობილიკები, ტროტუარები, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები.

,,რუსთავში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მიმდინარე წელს 40-მდე მისამართზე განხორციელდა სამუშაოები. ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს, როგორც არსებული გზების რეაბილიტაცია, ასევე სრულიად ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. გამწვანების აქცია გაიმართა დღეს აფხაზეთის ქუჩაზე, სადაც ინფრასტრუქტურა დღემდე საერთოდ არ არსებობდა. ეს გზა ძალიან ბევრი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, რადგან რამდენიმე მიკრორაიონს აკავშირებს ერთმანეთთან, განტვირთავს ცენტრალურ გზას და შეამცირებს გადაადგილების დროს”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა.

საგზაო სამუშაოების პარალელურად, კომპანია GWP-იმ აფხაზეთის ქუჩაზე 500 მმ დიამეტრის მაგისტრალური წყალსადენი შეცვალა, მოეწყო ახალი წყალარინების ქსელი და ჩამკეტი ურდულები. ბუნებრივი აირისა და ელექტროკომუნიკაციები მოეწყო მიწისქვეშ. პროექტის ფარგლებში, გაკეთდა სანიაღვრე ქსელი, მოეწყო 500 მმ დიამეტრის კოლექტორი.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო