თამარ კორძაია - „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფი 2/3 კანდიდატების არასოდეს ყოფილა საჯარო თანამდებობებზე - ჩვენს სიაში დაცულია გენდერული ბალანსიც

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მყოფი 2/3 კანდიდატების არასოდეს ყოფილა საჯარო თანამდებობებზე - ჩვენს სიაში დაცულია გენდერული ბალანსიც, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

„ამიტომ, ის დაკვეთა, რაც აქვს საზოგადოებას, რომ იყვნენ უფრო მეტად წარმოდგენილები ადამიანები, რომლებიც არ ყოფილან ხელისუფლებაში, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული. ასევე, ჩვენს სიაში დაცულია გენდერული ბალანსი და ამ თვალსაზრისითაც ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს ვპასუხობთ“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ასევე სიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

"ეს სია შემუშავებულია და მასში ასახულია პარტიის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავასა და პარტიის დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის ხედვა, როგორი უნდა იყოს "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" შეხედულება ხელისუფლებაზე და ზოგადად, პარლამენტზე. სიის ორ მესამედს შეადგენენ ადამიანები, რომლებიც ადრე არ იკავებდნენ მაღალ საჯარო თანამდებობებს და ამ მხრივ განახლება არის. ამ სიაში ასევე არის ბევრი ახალგაზრდა და ეს ასახავს თაობათა ცვლის იმ პროცესს, რომელიც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" რიგებში მიმდინარეობს. სიაში, ასევე, ასახულია პარტიის რეგიონული წარმომადგენლობა და, ერთი სიტყვით, ეს არის გამარჯვების სია, რომელმაც საქართველოს მომავალი პერსპექტივები უნდა უზრუნველყოს", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სია ცნობილია - სიის სათავეში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაა, მეორე ადგილზე არის გიორგი ვაშაძე, სიის მესამე ნომერი სოფო ჯაფარიძეა, მეოთხე კობა ნაყოფია, ხოლო მეხუთე გია ჯაფარიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე