ეკა ბესელია - პარტია ,,სამართლიანობისთვის " დარეგისტრირდა ცესკო-ში, მაგრამ არ წარვადგინეთ საარჩევნო სია

პარტია ,,სამართლიანობისთვის " დარეგისტრირდა ცესკო-ში, მაგრამ არ წარვადგინეთ საარჩევნო სია , - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია FACEBOOK-ზე წერს.

ეკა ბესელიას განცხადებით, ის მზად იყო საკუთარი პარტია დაეთმო რომელიმე ახალი პლატფორმისთვის.

მისივე თქმით, ამის მცდელობა იყო „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიასა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს შორის პრეზიდენტის მედიაციის დროს.

„ამოიწურა საარჩევნო სიების წარდგენის ვადა. უკვე შემიძლია გითხრათ, რომ პარტია ,,სამართლიანობისთვის" დარეგისტრირდა ცესკო-ში , მაგრამ არ წარვადგინეთ საარჩევნო სია. რატომ? პარტია ,,სამართლიანობისთვის" საერთო მიზნისთვის, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, სამართლიანი, ევროპული მომავლისთვის, თავისუფალი მართლმსაჯულების მიღწევისთვის შეიქმნა 2020 წლის 20 ივნისს და ეს მიზანი მისაღწევია.

ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს ახლაც და მომავალშიც ასე იქნება.

მე მზად ვიყავი დამეთმო ეს პარტია ახალი, ძლიერი, მრავალფეროვანი პლატფორმის შესაქმნელად, სადაც იქნებოდნენ წარსულის სიმძიმეებისგან თავისუფალი, სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანები, პოლიტიკური ჯგუფები, აქტიური სამოქალაქო აქტივისტები.

ამის მცდელობა იყო, დიდი ძალისხმევა ჩადო პირადად საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც დაიწყო მედიაცია პოლიტიკურ პარტიებს შორის და მართლაც საუკეთესო, საარჩევნო პლატფორმა იქმნებოდა, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო არ შედგა.

მადლობა პრეზიდენტს, რომელიც ასე მტკიცედ დგას ქვეყნის სადარაჯოზე.

არ ჩავუღრმავდები ახლა ამ მიზეზებს, ამის დრო იქნება არჩევნების შემდგომ, ახლა მთავარია წინ ვიაროთ და ძალისხმევა გავაერთიანოთ გამარჯვებისთვის.

მე პირადად ვარ პრეზიდენტის "ქართული ქარტიის" მხარდამჭერი და დამცველი, მიმაჩნია რომ ეს ქარტია უნდა შესრულდეს და ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს რაც შემიძლია!

"ქართული ქარტია" უნდა გახდეს ჩვენი ხალხის ნდობის მატარებელი, მას ჭირდება დაცვა და შესრულება!

დღეს ჩვენი ქვეყანაა გადასარჩენი და არავის არა აქვს უფლება იფიქროს ახლა საკუთარ ინტერესებზე.

ჩვენი ინტერესები გადის სამშობლოს ბედზე! ჩვენი პასუხისმგებლობა გადის ჩვენი შვილების მომავლის დაცვაზე!

ამიტომაც არის აუცილებელი ხელისუფლების ცვლილება 26 ოქტომბერს მრავალპარტიული პარლამენტით, სადაც დაიწყება ქარტიის პრინციპების ამოქმედება და გახდება ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული, სამართლიანი, თავისუფალი ევროპული სახელმწიფო! ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - წერს ეკა ბესელია.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე