რატი ბრეგაძე - სრულიად ამოუხსნელი და გაუგებარია, რატომ არ აწერს პრეზიდენტი ამნისტიის კანონს ხელს - თუ ის 2 ოქტომბრამდე არ მოაწერს ხელს, მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე

ჩემთვის, პირადად, სრულიად ამოუხსნელი და გაუგებარია, თუ რატომ არ აწერს ქალბატონი პრეზიდენტი ამნისტიის კანონს ხელს - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, თუ სალომე ზურაბიშვილი 2 ოქტომბრამდე არ მოაწერს ამნისტიის კანონს ხელს, მას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოაწერს და გამოაქვეყნებს.

“მე პირადად ვხელმძღვანელობ ამ სისტემას და, შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვიცნობ პატიმრების პრობლემასაც. დამერწმუნეთ, რომ როდესაც პატიმრებმა იციან, რომ მათ შეეხოთ ამნისტია და შეუძლიათ დატოვონ საპატიმრო დაწესებულება, მათ სიხარულს საზღვარი არ აქვს და, რა თქმა უნდა, მათი ოჯახის წევრებსაც და როდესაც ადამიანი უკვე ცხრა დღის განმავლობაში უშედეგოდ ელოდება გათავისუფლებას და როდესაც ერთ ხელმოწერაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული, ჩემთვის პირადად ეს არის სრულიად ამოუხსნელი და გაუგებარი, თუ რატომ არ აწერს ქალბატონი პრეზიდენტი ხელს. კიდევ ერთხელ ვამბობ - საქმე ეხება ადამიანის თავისუფლებას და ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამაზე სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდეს ადამიანს, ვიდრე კანონს მოაწეროს ხელი და ადამიანებს მისცეს თავისუფლება, თუმცა ამ ადამიანების და მათი ოჯახის წევრების გასაგონად აუცილებლად უნდა ვთქვა ის, რომ გამოსავალი, რა თქმა უნდა, არის და თუ ქალბატონი პრეზიდენტი 2 ოქტომბრამდე არ მოაწერს ხელს ამ კანონს, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე და მინდა მოვუწოდო ამ ადამიანებს, რომ აღივსონ მოთმინებით და სულ რამდენიმე დღეში ისინი აუცილებლად იქნებიან თავისუფალი, თუმცა პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რომ ცხრა დღის განმავლობაში არ მოაწერა ხელი ადამიანების გათავისუფლებას, რომელსაც ისინი იმსახურებენ, ჩემთვის არის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი”, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს