იუსტიციის მინისტრი - გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაჯერებული იყო სამშვიდობო მოწოდებებით - დიახ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული, ეს ჩვენ დავუმტკიცეთ მსოფლიოს

გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაჯერებული იყო სამშვიდობო მოწოდებებით - ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ქართველებმა ხელი გავუწოდოთ ოსებს და აფხაზებს,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაეროში სიტყვით გამოსვლა შეაფასა.

„გაეროში პრემიერის სიტყვით გამოსვლა გაჯერებული იყო სამშვიდობო მოწოდებებით, რა თქმა უნდა, სრულიად ვიზიარებ ამ პათოსს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ ქართველებმა ხელი გავუწოდოთ ოსებს და აფხაზებს, იმისათვის რომ გვქონდეს ერთიანად მშვიდობა და შევძლოთ ერთიან სახელმწიფოში კიდევ უფრო მეტად განვითარება“,- განაცხადა ბრეგაძემ.

კითხვაზე, რატომ არ მოიხსენია პრემიერმა რუსეთი როგორც ოკუპანტი ქვეყანა, ბრეგაძე პასუხობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დადასტურდა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს.

„მე დავსვამ კითხვას: ვის აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული? - რუსეთს. ვინმე რა რამე სხვას ამბობს?! ვინმე ამბობს, რომ სხვა სახელმწიფოს აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული თუ რუსეთს არ აქვს ოკუპირებული?! ოდესმე სხვა რამე გაგიგიათ?! თავიდან ბოლომდე მოუსმინეთ პრემიერის გამოსვლას და ნახავთ რას ეძღვნებოდა ეს გამოსვლა. ის, რომ რუსეთს აქვს საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული ეს არის დადასტურებული ფაქტი, რაც შესაძლებელი გახდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. ჩვენი ხელისუფლების პირობებში შესაძლებელი გახდა მოგვეგო სახელმწიფოთა შორის დავა სტრასბურგის სასამართლოში. მთელი მსოფლიოს წინაშე დაგვეცვა გმირი ქართველი სამხედროები და გვეჩვენებინა მათი სიმართლე, მხოლოდ ამის შემდეგ გაჩნდა სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა ითქვას - დიახ, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული - ჩვენ გავაკეთეთ ეს და ჩვენ დავუმტკიცეთ მსოფლიოს.

ამაზე პასუხი მარტივია, ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრეთ: ის, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღემდე, სამწუხაროდ, ოკუპირებული აქვს რუსეთს, დაამტკიცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთელი მსოფლიოს წინაშე, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლითაც ქართველ ჯარისკაცებს აბრალებდნენ მძინარე ცხინვალის დაბომბვას“,- განაცხადა ბრეგაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა