დიმიტრი ცქიტიშვილი - შეიძლება შენი მეგობრის, ახლობლის, თანამებრძოლის ტკივილზე მიიღო „ბენეფიტები"? - „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ ჩვენს მეგობრებს სისხლი სდით, მე ამას პოლიტიკური უზნეობა დავარქვი

„ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ ჩვენს მეგობრებს სისხლი სდით, მე ამას დავარქვი პოლიტიკური უზნეობა, ამაზე უფრო მძიმე არ შეიძლება რამე გააკეთო, მაშინ, როდესაც საუბრობ, თითქოს უკრაინას ეხმარები, - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინაში ომის კადრების გამოყენების შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც დიმიტრი ცქიტიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკურ რეკლამაში უკრაინის ომის კადრების გამოყენების მიუხედავად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება ძალიან დელიკატურია.

„ „ქართული ოცნება“ ყველაზე მეტად მანიპულირებს მშვიდობით, რომელიც თითქოს და „ქართული ოცნების“ პრაგმატულმა პოლიტიკამ მოიტანა. რეალურად, ჩვენ გვაქვს მშვიდობა იმის გამო, რომ ამ წლების განმავლობაში გვყავდა პარტნიორები. რა თქმა უნდა, ჩვენი მშვიდობა იყო მყიფე, რადგან გვყავს ოკუპანტი. დღეს, ჩვენი ყალბი მშვიდობა გამომდინარეობს საპირისპირო მოდელიდან. ჩვენ მტრებად და „ომის პარტიად“ გამოვაცხადეთ ჩვენი ტრადიციული პარტნიორები, რომლის მეშვეობითაც როგორც სახელმწიფო ჩამოვყალიბდით. საპირისპიროდ, ვინც ჩვენი ოკუპანტია, ის შემოგვიტრიალეს. სრულიად აღრევა ხდება და მიდგომების საპირისპირო ჭრილში ჩამოყალიბება იმისათვის, რომ ხალხი ტყვეობაში ამყოფონ, მძევლად ჰყავდეთ კონფლიქტის, ომის და მშვიდობის თემით, რომელიც დღეს ძალიან მძიმე ბანერებითაც კი წარმოადგინეს. მათ მიერ ნათქვამი ღირსება სრულიად მოწყვეტილია რეალურ ღირსებას.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება ძალიან დელიკატურია. ისინი კვლავ ინარჩუნებენ მეგობრულ განწყობას მიუხედავად ასეთ ძალიან მძიმე საყურებელი კლიპების და ბანერებისა. რამდენად შეიძლება შენი მეგობრის შენი ახლობლის, შენი თანამებრძოლის ტკივილზე მიიღო „ბენეფიტები", განსაკუთრებით პოლიტიკური? „ქართული ოცნება“ აჩვენებს, რომ ჩვენს მეგობრებს სისხლი სდით და ჩვენთვის ეს გარკვეული რაღაცის შესადარებელი შეიძლება გახდეს. ეს შეიძლება პოლიტიკური ქულების დაწერის საფუძველი გახდეს? მე ამას დავარქვი პოლიტიკური უზნეობა, ამაზე უფრო მძიმე არ შეიძლება რამე გააკეთო მაშინ, როდესაც საუბრობ, რომ თითქოს უკრაინას ეხმარება. თითქოს ძალიან ბევრ კომუნიკეს, მხარდამჭერ რეზოლუციას და განცხადებას შეუერთდი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ამასთან, ცქიტიშვილმა ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტზეც, კერძოდ, პოლიტიკოსმა ყურადღება გაამახვილა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევის გაუქმებაზე და განაცხადა, რომ „ეს არის დემარშის ერთ-ერთი ფორმა“ და ამის მიზეზია ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აშშ-სთან ურთიერთობები უკიდურესად გააფუჭა.

„მე ვფიქრობ, ეს არის დემარშის ერთ-ერთი ფორმა. ერთის მხრივ, მოწვეულთა სია დგება იმ სახელმწიფოების მიხედვით, რომელსაც აშშ თვლის თავის სტრატეგიულ პარტნიორად და არა მხოლოდ. მაგრამ უკვე კონკრეტული ადამიანი, რომელიც იქ შეიძლება მისულიყო, შერჩევა მოხდა იმის მიხედვით, იმსახურებს თუ არა იმ კლუბის წევრობას, იმ შემადგენლობაში ყოფნას.

მისი თქმით, პარტნიორებთან პოლიტიკურ დონეზე დიალოგიც კი აღარ მიმდინარეობს.

უკიდურესად გააფუჭა „ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობები აშშ-სთან და ყველაფერი გაკეთა იმისათვის, რომ არცერთი შანსი არ დაეტოვებინა ურთიერთობების ნორმალიზების. ბევრი შემოთავაზება, ბევრი მცდელობები იყო იმისა, რომ ეს ურთიერთობები გამოსწორებულიყო[აშშ-ის მხრიდან], მაგრამ მიიყვანეს ურთიერთობები იქამდე, რომ დღეს სანქციების დადების პირასაა ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელობა.

მე არ ვიცი რამდენად გააჩნია „ქართულ ოცნებას“ რესურსი, რომ რამე დათმობაზე წავიდეს. ყოველ დღე ახალ ახალი სიურპრიზები გვხვდება. მათ შორის თუნდაც უკრაინის ტრაგედიას და რუსეთის ინტერვენციას როგორ შეფასებას აძლევენ და როგორ იყენებენ რეკლამისთვის, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ უფრო გაამწვავონ ურთიერთობები და კიდევ უფრო ჩიხში შეიყვანონ. არ ვიცი რა არის მათი საბოლოო გეგმა, მაგრამ ფაქტია, რომ არანაირი სურვილი მათ არ გააჩნიათ. ვხედავთ, რომ თავდაყირა მიდის პროცესი, კონტროლს აღარ ექვემდებარება. უნდოდათ წარმოეჩინათ, რომ ეს პოლიტიკური ვაჭრობის და შეთანხმებების ნაწილი იყო, მაგრამ ვხედავთ, რომ ვაჭრობა კი არა, პოლიტიკური დიალოგიც კი აღარ მიმდინარეობს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი