თორნიკე რიჟვაძე  სახალხო დღესასწაულს - ,,კოლხობას"  დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო დღესასწაულს ,,კოლხობას" დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფის სანაპიროზე „ხელვაჩაურის დღეების" ფარგლებში გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას „კოლხობა" მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველა ასეთი სახალხო დღესასწაული ქვეყნის კეთილდღეობისა და ერთიანობის იდეას კიდევ უფრო აძლიერებს.

„დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის" სახელით 1979 წლიდან იმართება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები და სხვა შემსრულებლები წარდგნენ. ასევე გაიმართა გასართობი აქტივობები, მოეწყო კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ფოტოზონები და სპეციალური ინსტალაციები.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს