მიხეილ დაუშვილი სიაში არყოფნაზე - ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ეს არ ნიშნავს, რომ სადმე წავედი, პარტიაში ვრჩები - სამწუხარო და საწყენი იყო ეს შეფასება - "გამორჩენა"

"გახარია - საქართველოსთვის" წევრი, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ დაუშვილი ადასტურებს, რომ საარჩევნო სიაში არყოფნის გადაწყვეტილება თავად მიიღო. ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" ისაუბრა. მისი თქმით, გადაწყვეტილება გუშინ მიიღო, თუმცა არ დაუკონკრეტებია გადაწყვეტილება სიის წარდგენამდე მიიღო თუ მას შემდეგ.

მისი თქმით, "სამწუხარო და საწყენი იყო ეს შეფასება - "გამორჩენა".

ამასთან, დაუშვილი ამბობს, რომ პარტიაში რჩება.

"მე მივიღე ეს გადაწყვეტილება, პირადად, მიშა დაუშვილმა. ეს არ ნიშნავს, რომ სადმე მივდივარ ან წავედი. ვრჩები პარტიაში", - აცხადებს დაუშვილი.

მისივე თქმით, "ამის იქით პოლემიკაში შესვლას არ აპირებს".

ამასთან დაუშვილი შესაბამის კითხვაზე აცხადებს, რომ გახარიაზე ნაწყენი არ არის.

"არა, რა თქმა უნდა". მე და გახარიამ გუშინ არ გავიცანით ერთმანეთი, ბევრი წელია მასთან ვმუშაობ, ბევრი რამ გამოვიარეთ და პირდაპირ გეტყვით, რომ მე ამ ყველაფერს ძალიან ვაფასებ და გამორიცხულია, დავდგე და ჭორაობა დავიწყო. ეს გადაწყვეტილება გუშინ საბოლოოდ მე მივიღე" , - აღნიშნავს დაუშვილი.

შეგახსენებთ, გიორგი გახარიამ 25 სექტემბერს საარჩევნო სია წარადგინა. ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ არ იყო სიაში მიხეილ დაუშვილი, რაზეც უპასუხა, რომ მას "გამორჩა".

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს