კამალა ჰარისი - წინადადებები უკრაინის მიერ ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებით არ არის სამშვიდობო წინადადებები, ეს არის წინადადებები კაპიტულაციისთვის, რაც მიუღებელია

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, კამალა ჰარისის განცხადებით, წინადადებები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინამ ომის დასრულების სანაცვლოდ ტერიტორიის ნაწილი დათმოს, მიუღებელია.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ ჰარისმა განაცხადა, რომ შვეიცარიაში გამართულ მშვიდობის პირველ სამიტზე მან ზელენსკის უთხრა, რომ შეერთებული შტატები იზიარებს უკრაინის ხედვას ომის დასრულების შესახებ. კერძოდ, მისი თქმით, ეს უნდა ითვალისწინებდეს უკრაინის ხალხის ნებას და გაეროს წესდების პრინციპებს.

„თუმცა, გულწრფელად გაგიზიარებთ, ბატონო პრეზიდენტო, რომ ჩემს ქვეყანაში არიან ისეთები, რომლებიც, ნაცვლად ამისა, აიძულებენ უკრაინას დათმოს სუვერენული ტერიტორიის დიდი ნაწილი, მოითხოვენ უკრაინის ნეიტრალიტეტზე დათანხმებას. ეს წინადადებები იგივეა, რაც პუტინის და მოდით ვიყოთ მკაფიო: ეს არ არის სამშვიდობო წინადადებები, ეს არის წინადადებები კაპიტულაციისთვის, რომელიც სახიფათო და მიუღებელია“, - აღნიშნა ჰარისმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკი კამალა ჰარისს ვაშინგტონში შეხვდა და უკრაინის "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა