უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური - ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს

ხარკოვის ოლქში ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და საშუალებას აძლევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, შექმნან პლაცდარმი შემდგომი შეტევისთვის და მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის შემადგენლობაში მყოფი „სტუგნას“ ქვედანაყოფის მეთაურმა, დიმიტრიმ, ფსევდონიმით „ლინუქსმა“ LIGA.net-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს ასევე აუმჯობესებს ლოგისტიკას და აადვილებს დავალებების შესრულებას.

მეთაურის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებმა განახორციელეს სადაზვერვო მოქმედებები და ქარხნის ტერიტორიაზე შევიდნენ. მისივე განმარტებით, თავად გეგმა და ტერიტორიის გასუფთავების დაწყება სექტემბრის დასაწყისში ჩამოყალიბდა. წარმატების მიღწევა მოხერხდა, რადგან რუსებმა ვერ დააფიქსირეს უკრაინის დამცველების ძირითადი ძალების მობილიზება და მიახლოება. მეთაურის თქმით, მებრძოლები, რომლებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანებს, იმყოფებოდნენ უკიდურესად მძიმე პირობებში შეზღუდული რესურსებით.

ქვედანაყოფის მეთაურის განმარტებით, რუსეთ-უკრაინის ომის მთელ ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება მსგავსი სირთულის ობიექტის ასეთ მოკლე დროში აღების მსგავსი შემთხვევები. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო არტილერიის შეზღუდული გამოყენება, ლოგისტიკური სირთულეები, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინელმა დამცველებმა მოახერხეს იმ შენობების მოშლა, რომლებშიც მოწინააღმდეგეები იყვნენ განთავსებული.

შეგახსენებთ, 24 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინელებმა ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის ტერიტორია მთლიანად გაათავისუფლეს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო