ირაკლი ქარსელაძე - სამცხე-ჯავახეთში ეტაპობრივად დასრულებული პროექტების შედეგად 55 500-მდე ბენეფიციარი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს

აქტიური ტემპით მიმდინარეობს წყალმომარაგების მასშტაბური პროექტები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. 300 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოები ხორციელდება 24 დასახლებაში: ახალციხეში, ნინოწმინდაში, ბორჯომში, ბაკურიანში, ადიგენში, ვალეში და მათ შორის, მუნიციპალიტეტების სოფლებში, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებისას განაცხადა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაკვეთით 12 პროექტი მიმდინარეობს, რომელთა ჯამური ღირებულება 300 მილიონი ლარია.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტები ეტაპობრივად, 2024-2027 წლებში დასრულდება და ჯამში, 55 500-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს ახალი ინფრასტრუქტურითა და 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით.

„სამუშაოების პროგრესი განსხვავებულია. ახალციხის მიმდებარე 4 სოფელში პროექტები წელს დასრულდება. ასევე, დასრულდება მეორე ეტაპის სამუშაოები ვალეში და ქალაქს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. ძალიან მასშტაბურია ბორჯომისა და ბაკურიანის მაგისტრალისა და ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია. მხოლოდ ახალციხისა და ნინოწმინდის პროექტის ფარგლებში, ჯამში, 300 კმ ქსელისა და მაგისტრალის მშენებლობა-რეაბილიტაცია მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ შენდება როგორც ახალი რეზერვუარები, ასევე რეაბილიტაცია უტარდება უკვე არსებულებს. გათვალისწინებულია გამწმენდი ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების მშენებლობაც“, - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მიმდინარე პროექტებს შორისაა ქალაქ ბორჯომის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სათავე ნაგებობების, არსებული რეზერვუარებისა და სატუმბო სადგურების რეაბილიტაციას, წყალმომარაგების ქსელისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის 29 000-მდე მაცხოვრებელი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს. მიმდინარეობს სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანისა და წაღვერის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია-მშენებლობის მიმართულებითაც. ეწყობა ჭაბურღილების, წყლის გამწმენდი ნაგებობების, რეზერვუარების, კორპუსის შიდა ქსელის, წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელებისა და აღრიცხვის კვანძები.

„ქალაქ ახალციხეში შენდება სატუმბო სადგური და რეზერვუარი, რეაბილიტაცია უტარდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელს. სათავე ნაგებობის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს დაბა ადიგენში, აბასთუმანში ეწყობა სერვის-ცენტრის შენობა და წყალარინების ლაბორატორია.

ქალაქ ნინოწმინდასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სხვადასხვა სამუშაო, მათ შორის, წყალგამანაწილებელი მაგისტრალის, წყალმომარაგების ქსელის, ნინოწმინდის სერვისცენტრისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თამამად შეიძლება ითქვას რომ ფაქტობრივად ყველა ინფრასტრუქტურული საინჟინრო ელემენტი, რაც წყალმომარაგებასთან არის დაკავშირებული ამა თუ იმ ფორმით და მასშტაბით, წარმოდგენილია ამ მდებარეობებში. მნიშვნელოვანია, რომ 2025 წლის ბოლოს ახალციხეს, ნინოწმინდას, ადიგენს, ვალეს, ბორჯომს და ბევრ სხვა მდებარეობას ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ