თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - ბრალდებული სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ერთვება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ. ამასთან გადაისინჯება ყოფილი პრეზიდენტისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობაც.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს "ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება, თუმცა, მისი გამოსახულება არ ჩანს, ვინაიდან სხდომათა დარბაზი შეიცვალა, სადაც მონიტორი არ არის.

აღნიშნულს როგორც ბრალდებული სააკაშვილის, ასევე დარბაზში მყოფი მისი მხარდამჭერების უკმაყოფილება მოჰყვა. სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლეს მიმართა, ყოფილი პრეზიდენტის ვიზუალური მხარის გამოჩენა უზრუნველეყო.

"როდესაც დისტანციურად ერთვება, საშუალება გვაქვს, მოვისმინოთ მისი ხმა და ვხედავდეთ მის ვიზუალს. არ ვიცი, რა დავალებით, რა მიზნით უზრუნველყავით ის, რომ ბრალდებულს ვერ ვხედავდეთ. ჩვენი მოთხოვნაა, შესაძლებლობა მოგვცეთ, მიხეილ სააკაშვილს ვხედავდეთ", - განაცხადა ბასილაიამ.

"ძალიან კარგად გავიგე და ძალიან კარგად ვხვდები, რასაც აკეთებ! თქვენ გეშინიათ! თქვენს პატრონებს ეშინიათ. გეშინიათ ჩემ მიმართ ხალხის მხარდაჭერის. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. რას ნიშნავს დინამიკებში ისმის? მაშინ სასამართლო დარბაზში ჩამოგეცვათ თავზე ტომარა. ძალიან მრცხვენია, რომ ქართულ გვარს არცხვენთ და მით უმეტეს, მეგრულ გვარს, ბატონო ჯინჯოლია", - მიმართა მოსამართლეს სააკაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს ჰკითხა, სურდა თუ არა პროცესის გაგრძელება, მისი თანხმობის შემდეგ, სხდომა სააკაშვილის განცხადებით გაგრძელდა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია