გიორგი ვაშაძე - არა ბოდიშს და კი ღირსებას! - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადის და არა იზოლაციაზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მოაქვს

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სოხუმის დაცემის დღიდან 31 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე მივიდნენ და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება.

„პირველ რიგში, არა ბოდიშს და კი ღირსებას, საქართველოს ერთიანობას, განვითარებას. ძალიან ახლოსაა, საქართველოს ტერიტორიული აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება. საოკუპაციო ხაზს მიღმა მოსახლეობას ევროკავშირის პასპორტი აუცილებლად ენდომებათ და ძალიან ახლოს ვართ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. სირცხვილს, რომელიც ახლა ხელისუფლებაში გვყავს, ჩვენ ზუსტად ერთ თვეში ჩამოვირეცხავთ. აქ მობრძანებული იყო პრემიერ-მინისტრი და ბევრი სამარცხვინო რამ ილაპარაკა - საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, უღირსად მოიხსენიებს ჩვენს პატრიოტებს და ბოდიშს უხდის მტერს. 26 ოქტომბერს ამის გამო მათ აუცილებლად გავცემთ პასუხს, როცა „ოცნება” დამარცხდება.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გადის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, განვითარებაზე და არა იზოლაციაზე, რომელიც "ქართულ ოცნებას" მოაქვს",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს