თამარ კორძაია - ირაკლი კობახიძე ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ არის მთავარი დეზინფორმატორი, ტყუილებს ლაპარაკობს - უღირსი პრემიერ-მინისტრია იმიტომ, რომ ცდილობს მოქალაქეებში შიში დათესოს

კობახიძე იტყუება, ის არის უღირსი პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ ცდილობს საქართველოს მოქალაქეებში შიში დათესოს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებში სიბრაზე არის დაგროვილი, რადგან პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას უღირსად ელაპარაკება.

ირაკლი კობახიძე ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ არის მთავარი დეზინფორმატორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ლაპარაკობს ტყუილებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მისი გამოსვლა, რომელიც ეხება საქართველოში შინა საქმეებში ჩარევას არის მანიპულაციური. ძალიან უნდა ეცადო, როდესაც გაერო-ს ტრიბუნიდან ოკუპაციაზე ლაპარაკობ და რუსეთი არ ახსენო. ძალიან უნდა დაიძაბო, რომ ოკუპაციაზე ლაპარაკობდე და რუსეთი არ წამოგცდეს. მან ეს მოახერხა. მას ჰგონია, ვერ ვხვდებით, რომ რუსეთის დავალებებს ასრულებს? ძალიან კარგად ვხვდებით და ამას საქართველოს მოქალაქეებიც ხვდებიან და 26 ოქტომბერს გასცემენ პასუხს“, - განაცხადა კორძაიამ.

-

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება