თამარ კორძაია - ირაკლი კობახიძე ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ არის მთავარი დეზინფორმატორი, ტყუილებს ლაპარაკობს - უღირსი პრემიერ-მინისტრია იმიტომ, რომ ცდილობს მოქალაქეებში შიში დათესოს

კობახიძე იტყუება, ის არის უღირსი პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ ცდილობს საქართველოს მოქალაქეებში შიში დათესოს, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებში სიბრაზე არის დაგროვილი, რადგან პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას უღირსად ელაპარაკება.

„ირაკლი კობახიძე ცნობილია მსოფლიოში იმით, რომ არის მთავარი დეზინფორმატორი. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ლაპარაკობს ტყუილებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მისი გამოსვლა, რომელიც ეხება საქართველოში შინა საქმეებში ჩარევას არის მანიპულაციური. ძალიან უნდა ეცადო, როდესაც გაერო-ს ტრიბუნიდან ოკუპაციაზე ლაპარაკობ და რუსეთი არ ახსენო. ძალიან უნდა დაიძაბო, რომ ოკუპაციაზე ლაპარაკობდე და რუსეთი არ წამოგცდეს. მან ეს მოახერხა. მას ჰგონია, ვერ ვხვდებით, რომ რუსეთის დავალებებს ასრულებს? ძალიან კარგად ვხვდებით და ამას საქართველოს მოქალაქეებიც ხვდებიან და 26 ოქტომბერს გასცემენ პასუხს“, - განაცხადა კორძაიამ.

-

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს