მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა - ეს გეგმა არის აღმშენებლობასა და ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაში და არ არის უთავმოყვარეოდ ბოდიშების მოხდაში და პრაქტიკულად აღიარებაში

ასეთი სამარცხვინო ხელისუფლება საქართველოს არასდროს ჰყოლია - ხელისუფლებას ყველაზე მზაკვრული გეგმები აქვს, მაგრამ მათ გეგმებს აღსრულება არ უწერია! - ეს განცხადება სასამართლო სხდომაზე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

სააკაშვილის აზრით, თუ ხელისუფლებაში “ქართული ოცნება“ დარჩა, ის ომს, ტერორსა და სიკვდილს აუცილებლად შემოიტანს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა - აფხაზეთის დაბრუნების გეგმა არის აღმშენებლობასა და ევროკავშირში სწრაფ ინტეგრაციაში და არ არის უთავმოყვარეოდ ბოდიშების მოხდაში და პრაქტიკულად ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაში.

ჩემი პოლიტიკა არის მშვიდობისა და ღირსების პოლიტიკა - მათი პოლიტიკაა ომის, უბედურების და ნგრევის პოლიტიკა. თუ ისინი დარჩნენ, ამ ომს აუცილებლად შემოიტანენ. შემოიტანენ ტერორს, სიკვდილს, ქართული ოჯახების დაყოფასა და დანაწევრებას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სააკაშვილი სასამართლო პროცესს "ვივამედიდან" დისტანციურად ერთვება, თუმცა, მისი ვიზუალური გამოსახულება არ ჩანს, ვინაიდან სხდომათა დარბაზი შეიცვალა, სადაც მონიტორი არ არის.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია