„ძლიერი საქართველოს“ წევრი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე აცხადებს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს

„ძლიერი საქართველოს“ წევრი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე აცხადებს, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

აღნიშნულის შესახებ შავაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, იგი „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციებში იყო ჩართული და აღნიშნული „არ აპატიეს“.

„ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ჩემმა მშობლიურმა უნივერსიტეტმა, 6-წლიანი უწყვეტი თანამშრომლობის შემდეგ, შრომითი ხელშეკრულება აღარ გამიგრძელა და ფაქტობრივად, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა.

მიზეზები არ არის საძებარი - რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებში აქტიურად ვიყავი ჩართული და საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკაში წავედი, ეს ვერ მაპატიეს.

ბსუ-ში მივიღე მაგისტრის და დოქტორის ხარისხი. 2018 წლიდან მოწვეული ლექტორის სტატუსით 6 წელი ვიყავი დასაქმებული. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვების შემდეგ, უნივერსიტეტმა პირველმა მომილოცა ჯილდო და ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელში არაერთხელ განთავსდა ინფორმაცია, რომ ჩემი მიღწევით ამაყობდა უნივერსიტეტი, თუმცა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩართვის შემდეგ, ხელისუფლების დავალებით ყველაფერი შეიცვალა.

რეალურად, ორი კვირის წინათ, პასუხისმგებელი პირი, როგორც სალექციო საათებზე, ასევე სამუშაო დღეებზე შემითანხმდა და გასულ წელთან შედარებით ერთი ჯგუფის ნაცვლად, ორ, სურვილის შემთხვევაში სამ ჯგუფთან მუშაობა შემომთავაზა. დღეს აღმოჩნდა, რომ ჩემთვის საათები აღარ დარჩა, ამ დროს ჩემთან ერთად მომუშავე 50-მდე უცხო ენის მიწვეულ ლექტორს (ყველას უკლებლივ) გაუგრძელეს ხელშეკრულება და 10 მიწვეული ლექტორისთვის კონკურსი გამოაცხადეს.

გარწმუნებთ, უნივერსიტეტის ეს სამწუხარო გადაწყვეტილება, ვერ შეაფერხებს ბრძოლას, რომელიც ჩემი, თქვენი და მათ შორის „ოცნების“ მხარდამჭერების შვილების საუკეთესო მომავლისთვის დავისახე მიზნად. ყველა უსამართლობას 26 ოქტომბერს წერტილი დაესმება! ერთად შევქმნით ევროპულ მომავალს”, - აცხადებს როლანდ შავაძე.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა