გია ჯაფარიძე - კობახიძის გაეროში გამოსვლა იყო გაგრძელება იმ ბოდიშის სერიის, რომელიც დაიწყო გორში, გაგრძელდა რუსთავში, ახლა გაგრძელდა გაეროში და არ ვიცი, კიდევ სად გაგრძელდება

ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლა იყო გაგრძელება იმ ბოდიშის სერიის, რომელიც დაიწყო გორში, გაგრძელდა რუსთავში, ახლა გაგრძელდა გაეროში და არ ვიცი, კიდევ სად გაგრძელდება - ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით იმიტომ, რომ ჩვენ ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს!- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაეროს სესიის მაღალი ტრიბუნა არ იყო გამოყენებული საქართველოს გრძელვადიანი ინტერესების დასაცავად.

„კობახიძის გამოსვლა იყო გაგრძელება იმ ბოდიშის სერიის, რომელიც დაიწყო გორში, გაგრძელდა რუსთავში, ახლა, გაგრძელდა გაეროში და არ ვიცი, კიდევ, სად გაგრძელდება. ეს იყო იმ გამოსვლების სერიის გაგრძელება,რომელიც საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და საქართველოს მოქალაქეებს ადანაშაულებს. ეს გამოსვლა ემსახურებოდა რუსეთის ქმედებების გამართლებას, როგორც საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში, ასევე 2008 წელს იმ ქმედებების გამართლებას, რომელსაც რუსეთი დღეს, ახორციელებს საქართველოს წინააღმდეგ და რაც რუსეთს განუხორციელებია და ახორციელებს სხვა სახელმწიფოების მიმართაც. ეს იყო მცდელობა იმისია,რომ რუსეთისთვის დანაშაულის ეს ტვირთი მოეხსნათ“, -განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ამასთან, მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს არავისთვის ბოდიშის მოსახდელი არ აქვს.

„საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეებს ბოდიში მოსახდელი არ აქვთ ოკუპანტებისთვის, ბოდიში მოსახდელი არ აქვთ იმ ხალხისთვის, ვინც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაატარა ეთნიკური წმენდა და განახორციელა გენოციდი. ჩვენ ამ ბოდიშს არ მოვიხდით იმიტომ, რომ ჩვენ ბოდიში მოსახდელი არ გვაქვს! საქართველოს ხელისუფლებამ, „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება ისიც გვაკადროს და გვითხრას, რომ 27 სექტემბრისთვისაც გვაქვს ბოდიში მოსახდელი. გარწმუნებთ, რომ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით, საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებით ჩვენ ვართ მართალი, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მართალი და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მართალი. ჩვენ არ მოვიხდით ბოდიშს!“, -განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში