გიორგი ვაშაძე - „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა თავი იზოლაციაში უკვე მოიქციეს და ახლა ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაც უნდათ - კობახიძეს ხელს აღარავინ ართმევს, რადგან მატყუარაა, უღირსი ქმედებებით გამორჩეული

„ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა თავი იზოლაციაში უკვე მოიქციეს და ახლა ქვეყნის იზოლაციაში მოქცევაც უნდათ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ირაკლი კობახიძისთვის ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პარტნიორებმა მკაფიო ნაბიჯი და პოზიცია დააფიქსირეს.

„ჩვენ ეს იზოლაცია უნდა გავარღვიოთ. ამაზე დიდი, მკაფიო ნაბიჯი, როგორიც ვიზიტის გაუქმებაა, ჩვენი პარტნიორების მხრიდან არ არსებობს. ან ვირჩევთ კეთილდღეობას ევროპაში, ან იზოლაციას - კობახიძესთან და ივანიშვილთან ერთად.

კობახიძეს ხელს აღარავინ ართმევს, რადგან ის არის მატყუარა, უღირსი ქმედებებით გამორჩეული. ბაიდენის ეს ნაბიჯი გზავნილია ხალხისთვის, რომ ამერიკისა და ევროკავშირის კარი ღიაა და 26 ოქტომბერს ჩვენ ეს უღირსი, მატყუარები გავუშვათ ხელისუფლებიდან. შერიგებაზე როგორ საუბრობს "ქართული ოცნება" გადაკიდა ხალხი ერთმანეთს",- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე გიორგი ვაშაძემ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ 60 საარჩევნო უბანი საკმარისი არ არის და ცესკოს თავმჯდომარეს დამატებით უბნების გახსნისკენ და პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდებს.

„პირდაპირ ვეუბნები ცესკოს, თქვენ ახლა ასრულებთ "ქართული ოცნების" დავალებას და არ ხსნით საარჩევნო უბნებს. დაუყოვნებლივ გახსენით საარჩევნო უბნები. ცესკოს თავმჯდომარეს ვეუბნები, პირადად შენ ხარ პასუხისმგებელი საარჩევნო უბნების გახსნაზე. 60 უბანი არ არის საკმარისი, გიდევს წერილები. ველოდები პასუხს - ასრულებ კობახიძის დავალებას და უბნებს არ ხსნი, თუ ასრულებ კანონით ვალდებულებას?“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება