მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა

დღეს თბილისში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიხსნა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო პირველადაა მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელი ქვეყანა.

მათივე ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის წლევანდელი თემა „ტურიზმი და მშვიდობაა“. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრი, აჰმედ ალ ხატეები, უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი, გვატემალას ტურიზმის მინისტრი ჰარის ვითბეკი და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

ინფორმაციის თანახმად, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციები ჩამოვიდნენ მთელი მსოფლიოდან, მათ შორის, მინისტრები სხვადასხვა ქვეყნიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნეს-სექტორის ხელმძღვანელი პირები, წამყვანი ლიდერები ტურიზმის და ტრანსპორტის სექტორიდან. ღონისძიების ფარგლებში დღეს გაიმართება სამი სადისკუსიო პანელი: „ხიდების აგება ტურიზმის მეშვეობით“, „ტურიზმი, როგორც მსოფლიო მშვიდობის გენერატორი“ და „ინოვაციის კონტროლი, ტალანტების კულტივაცია მშვიდობისთვის“.

„ტურიზმი მშვიდობის დროს, ჰარმონია და პატივისცემა - ეს ის ღირებულებებია, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, ამ დარბაზში შეკრებილი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი. კულტურული გაცვლა, დიალოგი და მშვიდობა არის აუცილებელი და უპირობო ამ სფეროსთვის. ყველამ ძალიან დიდი გზა განვლეთ საქართველოში ჩამოსასვლელად, მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მსოფლიო ტურიზმის დღის მონაწილეები აღნიშნავენ, საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის მასშტაბური ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ტურიზმის ინდუსტრიის მიმართულებით გამოცდილების და ინფორმაციის გაცვლას, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

უწყების ცნობით, მსოფლიო ტურიზმის დღის მიმდინარეობას თბილისიდან წამყვანი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები გააშუქებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის