ბექა ბასილაიამ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმება მოითხოვა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა არ გაიზიარა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა დააყენა.

ადვოკატის განმარტებით, მართალია, ახლა სააკაშვილის გათავისუფლება-არ გათავისუფლების საკითხი არ წყდებოდა, თუმცა ნებისმიერი დრო, რასაც ყოფილი პრეზიდენტი პენიტენციურ დაწესებულებაში ატარებს, არაკონსტიტუციურია.

ადვოკატი ასაბუთებდა, რომ იმის ფონზე, როცა სააკაშვილს სხვა საქმეებზე სასჯელი მისჯილი აქვს და ის პენიტენციურ დაწესებულებაში სასჯელს იხდის, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არაგონივრული და არაკანონიერია.

ბრალდების მხარე დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განმარტა, რომ ადვოკატის შუამდგომლობა დაუსაბუთებელია და ბრალდებულ სააკაშვილის პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ჯინჯოლიას განმარტებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილება, სხვა ფაქტობრივ გარემოებებს ეხება. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება ძალაში დარჩა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. დაცვის მხარემ კი განაცხადა, რომ შესავალ სიტყვას მომდევნო სხდომაზე იტყვიან.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია