თინა ბოკუჩავა - რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ბიძინა ივანიშვილმა მიხელ სააკაშვილს, ვერ ჩაახშობს, ვერც მიხეილ სააკაშვილის და ვერც ქართველი ხალხის ხმას

რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ბიძინა ივანიშვილმა მიხელ სააკაშვილს, ვერ ჩაახშობს, ვერც მიხეილ სააკაშვილის და ვერც ქართველი ხალხის ხმას, - ამის შესახებ „ერთიანი - ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა საქართველოს ევროპულ პერსპექტივას გადაარჩენს და „სიღატაკეს იზოლაციაში უარს ეტყვის“.

„რამდენი დაბრკოლებაც არ უნდა შეუქმნას ივანიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს, ივანიშვილი ვერ ჩაახშობს მიხეილ სააკაშვილის ხმას, ვერ ჩაახშობს ვერც ქართველი ხალხის ხმას, რომელიც გადამწყვეტ ისტორიულ არჩევნებზე, 26 ოქტომბერს საკუთარ სიტყვას იტყვის, რომლითაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას გადაარჩენს და სიღატაკეს იზოლაციაში უარს ეტყვის“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება