თინა ბოკუჩავა - ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, რომლებიც დაშორებულები არიან საკუთარ ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს, აუცილებლად აირჩევენ ევროპულ კეთილდღეობას და ამიტომ ზღუდავენ მათ უფლებას

ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ იძულებით ემიგრაციაში მყოფი ადამიანები, რომლებიც დაშორებულები არიან საკუთარ ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს, აუცილებლად აირჩევენ ევროპულ კეთილდღეობას და ამიტომ ზღუდავენ მათ უფლებას, - ამის შესახებ“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ საზღვარ გარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა ხელოვნურად რაც არ უნდა შექმნას, ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით მაინც შეცვლის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქადის სიღატაკეს იზოლაციაში და ართმევს ევროპულ პერსპექტივას.

„ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ფარგლებს მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც იძულებით ემიგრაციაში არიან და დაშორებულები არიან საკუთარ ოჯახებს, შვილებს, შვილიშვილებს, აუცილებლად გააკეთებენ არჩევანს ევროპული პერსპექტივისთვის, ევროპული კეთილდღეობისთვის და ამიტომ ზღუდავენ მათ უფლებას, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, რაც არ უნდა შექმნას ახლა ხელოვნურად ხელისუფლებამ, ქართველი ხალხი საკუთარი არჩევანით მაინც შეცვლის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას უქადის სიღატაკეს იზოლაციაში და ართმევს ევროპულ პერსპექტივას,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს