პაატა დავითაია - კრემლი უკვე სხვა მეთოდებით აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას - სამწუხაროდ, ანექსიის პროცესი გრძელდება

კრემლი უკვე სხვა მეთოდებით აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას. სამწუხაროდ, ანექსიის პროცესი გრძელდება, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და იმ მსხვერპლთა ხსოვნისთვის, რომელიც ქვეყანამ ომში გაიღო.

„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი დღეა. სოხუმის დაცემა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ათასობით გარდაცვლილი ადამიანი, ვისი სიცოცხლეც ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლას შეეწირა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და მსხვერპლი, რომელიც ამ ომს მოჰყვა, ფუჭად არ იყოს გაღებული.

კრემლი უკვე სხვა მეთოდებით აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას. სამწუხაროდ, ანექსიის პროცესი გრძელდება. ოკუპანტი რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უკვე იურიდიულად მიუერთოს რუსეთის ფედერაციას.

სამწუხაროა, რომ ამ 31 წლის განმავლობაში არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია თანმიმდევრული გეგმა და სტრატეგია ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და აფხაზეთის თემა არჩევნებიდან არჩევნებამდე ხდება პოლიტიკური ძალებისთვის პიარ-კამპანიის ნაწილი, რაც ხშირად ანტისახელმწიფოებრივ სახეს იღებს“, - აცხადებს პაატა დავითაია.

აღნიშნულ კომენტარს პარტია „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის