ლევან მაჭავარიანი - „ქართული ოცნება“ მშვიდობის გარანტია

კრიტიკა გასაგებია - ისინი რა თქმა უნდა, გაღიზიანდნენ. რატომღაც ჰგონიათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” ბანერზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების კრიტიკას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება” მშვიდობის გარანტია.

„ბანერებზე ასახულია ორი მოცემულობა: ერთ მხარეს არის მოცემულობა, როდესაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში რომ არ ყოფილიყო, რა დღეში აღმოაჩენდა ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ქვეყანას. ჩვენ გვინდა რომ მოსახლეობას ეს ყველაფერი შევახსენოთ. მეორე მხარეს არის ის მოცემულობა, რაც მშვიდობის პირობებშია. მშვიდობის გარანტია სწორედ “ქართული ოცნება” და ჩვენ მიერ ბოლო 2 წელიწად-ნახევარში გადადგმული ნაბიჯები. ჩვენი მოსახლეობა დარწმუნდა იმაში, რომ “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს და როდესაც ასეთი გამოწვევებია მსოფლიოში და რეგიონში, “ქართული ოცნება” არის ერთადერთი ისეთი ხელისუფლება, ვის პირობებშიც ჩვენს ქვეყანას მშვიდობა და სტაბილურობა ექნება”, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამავე თემაზე საუბრისას მაჭავარიანმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” პირობებში მშვიდობა გარანტირებულია, რაზეც ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა პირველადაა.

“კრიტიკა გასაგებია. ისინი რა თქმა უნდა, გაღიზიანდნენ იქიდან გამომდინარე, რომ რატომღაც ჰგონიათ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მოკლე მეხსიერება აქვთ. დაახლოებით 1 თვის წინ უკვე ამ თემასთან დაკავშირებით “დაატრიალეს პლასტიკა”. მოსახლეობაში იმ მესიჯბოქსით გავიდნენ, რომ “ჩვენ არ გვინდა ესკალაცია, უნდა ვაწარმოოთ ფრთხილი პოლიტიკა, რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ” და მათ დაადასტურეს ის, რაც ჩვენ საქმით ვაკეთეთ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი წნეხი მოდიოდა როგორც ოპოზიციის, ასევე “ენჯეო” სექტორის და უცხოელი აქტორების მხრიდან. რატომღაც მათ იფიქრეს, რომ შეცვლილი რიტორიკით ჩვენს მოსახლეობას დაავიწყებდნენ მათ წინა ქმედებებს და განცხადებებს. რა თქმა უნდა, ჩვენმა მოსახლეობამ ეს ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროს. აუცილებლად იმასაც უნდა დაედოს ფასი, ჩვენ რა გზა გამოვიარეთ რომ ეს მშვიდობა შეგვენარჩუნებინა.

ჩვენ პირობებში მშვიდობა გარანტირებულია. ამაზე ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად არის 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა. არქივი არსებობს, გადაახვიონ და ნახონ რა მოწოდებები იყო თუნდაც ოპოზიციის და უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან. დახურულ კარს მიღმაც იყო საუბრები, რაზეც ჩვენ ღიად არ ვსაუბრობთ და შესაბამისად, ეს ბანერები ამას ასახავს”, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, თბილისის ქუჩებში პარტია “ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც აწერია “არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“. ბანერები ორ ნაწილად არის გაყოფილი. ბანერის ერთ მხარეს უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები, შენობები, ინფრასტრუქტურული ნაგებობებია ასახული, ხოლო მეორე მხარეს საქართველოს ქალაქები. დაბომბილი უკრაინის ქალაქები წარმოდგენილია შავ-თეთრი ფოტოთი, ხოლო საქართველო - ფერადით.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს
„ბიბლუსში“ სასკოლო სამზადისი დაიწყო - ყველაფერი ყველასთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით