რატი ბრეგაძე - რუსეთისთვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დიდი საქმე არავის გაუკეთებია - ისეთი მოღალატეობრივი ქმედებები, როგორიც ამ პარტიის მესვეურებმა ჩაიდინეს, საქართველოს ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება

რუსეთისთვის „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დიდი საქმე არავის გაუკეთებია - ისეთი მოღალატეობრივი ქმედებები, როგორიც ამ პარტიის მესვეურებმა ჩაიდინეს, საქართველოს ისტორიაში რთულად თუ მოიძებნება, - ეს შეფასება მედიასთან იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გააკეთა.

ბრეგაძემ დღეს განაცხადა ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ მართვის მეთოდები საბჭოური მეთოდები იყო.

“როდესაც ვინმე „კაგებეს“ მეთოდებზე და რუსეთთან კავშირზე საუბრობს, მინდა ყველას შევახსენო, რომ სწორედ “ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალა, რომელმაც ხელი მოაწერა იმას, რომ მძინარე ცხინვალის დაბომბვა ქართველი სამხედროებისთვის დაებრალებინათ. “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი სამხედროები დაგვეცვა, მთელი მსოფლიოსთვის გვეცნობებინა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული.

იმ დიდი გამარჯვებების შემდეგ, რომელიც საქართველომ “ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს სტრასბურგის სასამართლოში მოიპოვა, ყველას შეგვიძლია თქმა, რომ საქართველოს ტერიტორიების ნაწილი დღემდე რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის