უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი - ჩვენთვის შთაგონების წყაროდ იქცა საქართველოს პროგრესი ტურიზმის სფეროში

ტურიზმის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრი აზიზ აბდუჰაკიმოვი გამოვიდა. მან გულთბილი მიღებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

აზიზ აბდუჰაკიმოვმის თქმით, უნდა გავაცნობიეროთ, რომ სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ მსოფლიო ტურიზმის დღე და ვაღიაროთ, რამდენად ლამაზია ჩვენი დედამიწა. თუმცა, ამავდროულად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა და მშვიდობა“,- განაცხადა აზიზ აბდუჰაკიმოვმა.

მან ასევე ისაუბრა ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ტურიზმის ინდუსტრიის როლზე.

„ტურიზმი უფრო მეტია, ვიდრე - მოგზაურობა. ეს არის ხიდი, რომელიც გვაერთიანებს, საზღვრებს გვიხსნის, გამოცდილებას გვაძლევს კულტურულ დიალოგსა და ცხოვრების ახალ სტილზე. უზბეკეთში შთაგონების წყაროდ ტურიზმის სფეროში საქართველოს პროგრესი იქცა, განსაკუთრებით სტრატეგიის შემუშავების ნაწილში, ასევე - საქართველოს უვიზო მიმოსვლის პოლიტიკა, თანამშრომლობა კერძო სექტორთან“, - განაცხადა თავის გამოსვლაში უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილებების მინისტრმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ტურიზმის დღეს საქართველო წელს პირველად მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სადისკუსიო პანელი იმართება.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა