აჰმედ იმამკულიევი „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, საპარლამენტო სიიდან მისი სახელი და გვარი ამოიღონ

პოლიტიკოსი აჰმედ იმამკულიევი „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს, საპარლამენტო სიიდან მისი სახელი და გვარი ამოიღონ.

როგორც იმამკულიევი „ფეისბუქზე“ წერს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ სიაში მისი სახელი და გვარი ისე ჩაწერა, რომ მისგან თანხმობა არ მიუღია.

„აქედან მივმართავ პარტია „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“, თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას, სასწრაფოდ გამოიყვანეთ ჩემი სახელი თქვენი საპარლამენტო სიიდან.

ჩემი თანხმობის გარეშე, ჩემი სახელი შეუტანიათ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიაში.

ვინც დაწერა ჩემი სახელი თქვენ საპარლამენტო სიაში და იფიქრა, რომ მე ამით შეურაცხყოფა მომაყენოს ან ვითომ დამჩაგრავს, ის პირველ რიგში, არის უპასუხისმგებლო არარაობა და დანარჩენი... რასაც აქ, საჯაროდ ვერ ვწერ!“- წერს აჰმედ იმამკულიევი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა