გივი მიქანაძე - ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული - მათი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან

ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული - მათი ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან, ნაწილი კი ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იდენტიფიცირებულია რამდენიმე მიკერძოებული ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია: „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“; „საქართველოს მომავლის აკადემია“; „საარჩევნო ლაბორატორია“; „მიშგოვ ლარდა“; „განათლების პროფესიული კავშირი“; „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“ და ასევე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია - „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქსელი“.

მიქანაძის განცხადებით, ეს არის მცირე ნაწილი იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ნეიტრალური ორგანიზაციის სტატუსის მორგებას ცდილობენ, სინამდვილეში კი უშუალოდ კავშირში არიან რადიკალური ფრთის პოლიტიკურ სუბიექტებთან.

დეპუტატმა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მოუწოდა, „გამოვლენილ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია თავის ანგარიშებში ასახოს და მათგან მიღებული სუბიექტური ინფორმაცია არ გაითვალისწინოს“.

„27 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ცესკოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრაცია 49 ადგილობრივმა ორგანიზაციამ გაიარა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით გამოვლინდა, რომ მათგან 19 ორგანიზაცია, ანუ საერთო ჯამის 39%, არის პირდაპირ დაკავშირებული ისეთ ოპოზიციურ პარტიებთან, როგორიცაა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი მეტი თავისუფლება“ და კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, ხოლო 7 მათგანი, ეს არის 14% არის, ვითომ ნეიტრალური სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომლებიც რეალურად, ოპოზიციის სასარგებლო საქმიანობას ეწევიან, რაც გამოიხატება მმართველი გუნდის საწინააღმდეგო აგიტაციასა და თავიანთ ანგარიშებში მმართველი გუნდის წინააღმდეგ წინასაარჩევნო დარღვევების ასახვის იგნორირებაში. საერთო ჯამში, 25 სექტემბრის მდგომარეობით დარეგისტრირებული 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 26 წარმოადგენს მხარეს და არის მიკერძოებული, ანუ საერთო ჯამის 53%.

პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირებით დასადგენად კვლევის მეთოდოლოგიად გამოყენებული იქნა რეგისტრირებულ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციათა დამფუძნებლების, გამგეობისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლების საჯარო კავშირები პოლიტიკურ სუბიექტებთან. გამოხატული პოლიტიკური სუბიექტის წევრობით და ან მათ სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებებითა და გაწეული შემოწირულობებით.

რაც შეეხება მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მათი იდენტიფიცირება განხორციელდა მათ მიერ საჯარო სივრცეში მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდითა და ან მათ მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშებში მმართველი გუნდის მიერ საჯაროდ არაერთხელ გაცხადებული ათეულობით წინასაარჩევნო დარღვევის ასახვისგან თავის შეკავებით,“ - განაცხადა მიქანაძემ.

იხილეთ კვლევა

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს