ლილე ლიპარტელიანი - იმედს ვიტოვებ, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი, თავისი ელიტით წავა ხელისუფლებიდან და თბილისის განადგურების გეგმა შეუსრულებელი დარჩება

იმედს ვიტოვებ, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი, თავისი ელიტით წავა ხელისუფლებიდან და თბილისის განადგურების გეგმა შეუსრულებელი დარჩება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია ენმ-ის წევრმა ლილე ლიპარტელიანმა, იპოდრომის განაშენიანებასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლილე ლიპარტელიანი, რომელიც იპოდრომის განაშენიანების პროექტთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი საჩივრის ერთ-ერთი მოსარჩელეა, აცხადებს, რომ იპოდრომის პროექტი არა განაშენიანების, არამედ დედაქალაქის განადგურების პროექტია.

მისივე თქმით, "ვისოლ ჯგუფი" და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ჯგუფი"ცდილობდნენ, რომ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება 26 ოქტომბრამდე მიეღო, მაგრამ მოსამართლის გადაწყვეტილებით, პროცესი უვადოდ გადაიდო.

„დღეს გადაიდო სასამართლო პროცესი იპოდრომის ტერიტორიის განაშენიანებასთან დაკავშირებით და მინდა, მოსახლეობამ გაიგოს, რომ ეს არ არის იპოდრომის ტრადიციული ტერიტორია, ეს არის იპოდრომის ტყე, თამარაშვილის ქუჩის მხრიდან, ამხელა განაშენიანებული ტერიტორია უნდა აითვისოს ივანიშვილის "ქართუმ" და უნდა დაიდგას 7 მრავალსართულიანი შენობა, მათ შორის ყველაზე მაღალი 77 მეტრი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროექტს აქვს სატრანსპორტო და ურბანული პრობლემები, იმ ტერიტორიაზე განადგურდება 4 200 ნარგავი და ეს იქნება პრობლემა არამარტო იმ ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის და მიკრორაიონისთვის, არამედ მთელი ქალაქისთვის, რადგან ეს ნარგავები განიავების პროცესს უწყობს ხელს. პროექტში წერია, რომ ნარგავების 25% მოიჭრება და 75% გადაირგვება, მაგრამ ამ ხეების გადარგვასაც აუცილებლად მოჰყვება მათი განადგურება.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ, განაშენიანებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები 2023 წლის აგვისტოდან, თითქმის ყველა გასაჩივრებულია და უკვე წელზე მეტია, სასამართლოს არცერთი სხდომა არ ჩანიშნულა, ეს პროცესიც უვადოდ გადაიდო. ჩვენ, საკრებულოს წევრები, არჩევითი თანამდებობის პირები საკრებულოში ვართ იმისთვის, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მათი ინტერესების შესაბამისად გადავწყვიტოთ და არა „ქართული ოცნების“ ელიტის, ბიძინა ივანიშვილისა და მასთან დაახლოებული პირების ინტერესებიდან გამომდინარე. იმედს ვიტოვებ, რომ 26 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი, თავისი ელიტით, წავა ხელისუფლებიდან და თბილისის განადგურების გეგმა შეუსრულებელი დარჩება", - განაცხადა ლილე ლიპარტელიანმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია