კახა კალაძე ოპოზიციაზე - ვის რა უნდა შესთავაზონ ადამიანებმა, რომლებიც ზეიმობდნენ ომის დაწყებას ქვეყანაში, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო

რა თქმა უნდა, სახელმძღვანელო, ტრენინგები, აკერმანის წიგნი - ეს ყველაფერი მთლიანად კომპლექსურია და ამოგლეჯილად არ უნდა განვიხილოთ. მათი მთავარი მიზანი და ამოცანა არის ის, რომ ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანონ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს ანგარიში სახელმძღვანელო დოკუმენტი ოპოზიციისთვის.

კალაძის თქმით, „ქართული რადიკალური ოპოზიცია“ დღეს სრულად გარედან იმართება და მისი წარმომადგენლები გარე ძალების პოლიტიკური მითითებების უსიტყვო შემსრულებლებს წარმოადგენენ.

მისივე თქმით, „რადიკალი პოლიტიკოსების“ მხრიდან კანონის წინააღმდეგ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს კანონის ფარგლებში სათანადო პასუხი გაეცემა.

„როგორ წარმოგიდგენიათ ეს რადიკალური ოპოზიცია, ერთი შეხვედრა არ ჩაუტარებიათ, ან ვისთან უნდა მივიდნენ, ან ვის რა უნდა შესთავაზონ ადამიანებმა, რომლებიც ზეიმობდნენ ომის დაწყებას ქვეყანაში, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ესენი ყველანი ერთნი არიან და ვიცით, როგორ იმართებიან ყველანი გარედან. ესენი უბრალოდ შემსრულებლები არიან, რასაც ეტყვიან, თავში წამოარტყამენ, იმას აკეთებენ. იმის უფლებაც კი არ აქვთ, შეკითხვა დასვან - რატომ? - შესაბამისად, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, ყველაფერი ვიცით, რისი გაკეთებაც უნდათ, მაგრამ კანონის ფარგლებში ყველა სიბინძურესა და ბოროტებას, ყველა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას გაეცემა შესაბამისი პასუხი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია