პრეზიდენტის ადმინისტრაცია - დღეიდან, 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, მიმდინარეობს საზღვარგარეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი - ცესკო-ს დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით ემიგრანტებს დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე უარი ეთქვათ

ცესკო-ს 26 სექტემბრის დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით უარი ეთქვა საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს ათიათასობით მოქალაქეს ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში დამატებით საარჩევნო უბნების გახსნაზე,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, დღეიდან, 27 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, მიმდინარეობს საზღვარგარეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები მოახდენენ უპრეცედენტო მობილიზებას, გამოავლენენ სახელმწიფოებრივ და მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ხელისუფლების მიერ შექმნილი ბარიერების მიუხედავად, 26 ოქტომბერს მივლენ საარჩევნო უბნებზე და აირჩევენ საქართველოს ევროპულ მომავალს. საზღვარგარეთ არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩასატარებლად, ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია არჩევნებამდე მათი აქტიურობა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა და არჩევნებზე დაკვირვება.

დღეიდან, 27 სექტემბრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, მიმდინარეობს საზღვარგარეთ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ონლაინ: https://konkursi.cec.gov.ge

არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსის მისაღებად უნდა მიმართოთ ცესკო-ში რეგისტრირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს - https://www.cesko.ge“,-აღნიშნულია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს