რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო - რუსეთის დრონმა, რომელიც უკრაინაზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა

რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტრო უკრაინულ სამიზნეებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ელემენტებზე რუსეთის მიერ დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს გმობს და აცხადებს, რომ ეს გაუმართლებელი თავდასხმები საერთაშორისო სამართალს სერიოზულად ეწინააღმდეგება.

„დრონების ჯგუფების აღმოჩენის შედეგად, რომლებიც, რუმინეთის საჰაერო სივრცესთან ახლოს, უკრაინის საჰაერო სივრცეს უახლოვდებოდნენ, ეროვნულმა სამხედრო სარდლობის ცენტრმა საგანგებო სიტუაციების გენერალურ ინსპექციას აცნობა ტულჩეას ოლქის მოსახლეობის გასაფრთხილებლად ზომების მიღების შესახებ. RO-Alert შეტყობინებები ღამის 2:01 საათზე გაიგზავნა“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, რუმინეთის სარადარო სამეთვალყურეო სისტემამ მიუთითა იმის შესაძლებლობაზე, რომ ერთ-ერთმა დრონმა, რომელიც უკრაინულ სამიზნეებზე თავდასხმაში მონაწილეობდა, დაახლოებით დილის 3:00 საათზე, ძალიან მოკლე დროით, სამ წუთზე ნაკლები დროით, უკრაინასთან სასაზღვრო ზონაში რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.

ცნობისთვის, 27 სექტემბრის ღამეს რუსებმა უკრაინაში 32 „კამიკაძე-დრონი“ გაუშვეს, ამასთან, ქვეყნის ტერიტორიას „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და Х-22 ტიპის ორი ფრთოსანი რაკეტით დაარტყეს. უკრაინის თავდაცვამ 24 დრონი გაანადგურა, ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, 3 კი - ადგილობრივად დაიკარგა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა