ირაკლი ფავლენიშვილი - მიხეილ სააკაშვილი დამალეს მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ არ გამოჩენილიყო „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდირებული მაისური

მიხეილ სააკაშვილი დამალეს მხოლოდ ერთი მიზეზით, რომ არ გამოჩენილიყო „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდირებული მაისური. ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის, რადგან იციან, რომ საქართველოში რუსული გავლენის დამარცხების ფორმულა არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც 26 ოქტომბერს ითამაშებს გადამწყვეტ როლს ივანიშვილის მოშორებაში, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის გატეხას ვერანაირი რეპრესიებით ვერ შეძლებენ.

„დღეს პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთ პროცესზე, მიხეილ სააკაშვილის ვიზუალური გამოსახულების ხილვის საშუალება არ გვქონდა, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდირებული მაისური ეცვა საქართველოს მესამე პრეზიდენტს. დიახ, ასე ეშინია მხდალ ივანიშვილს და მის გუნდს, რომლებიც ბოდიშს უხდიან საქართველოს მტრებს, ასე ეშინიათ მიხეილ სააკაშვილის და ,,ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“. მათ იციან, რომ საქართველოში რუსული გავლენის კორუფციის და კრიმინალის დამარცხების ფორმულა არის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობა და პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 26 ოქტომბერს ითამაშებს გადამწყვეტ როლს ანტიქართული რეჟიმის მოშორებაში. ვერანაირად ვერ შეძლებენ, ვერანაირი რეპრესიებით მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის გატეხას და უნდა ითქვას პირდაპირ, რომ მიხეილ სააკაშვილის ხმის გაგონება მაინც შევძელით და სანამ მიხეილ სააკაშვილის და ყველა საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლის ხმის გაგონება შეეძლება “ოცნებას,” რა თქმა უნდა, ეშინიათ, მაგრამ ამ ხმის გაგონება ყველაზე მტკივნეულად მოუწევთ 26 ოქტომბერს , როდესაც ქართველი ხალხი ერთად ეტყვის უარს კორუფციას, ერთად ეტყვის უარს ემიგრაციას და ერთად ეტყვის უარს საქართველოს ღალატს და საქართველოს მესამე პრეზიდენტის დასჯას თავისუფლების გამო“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში