ლევან დავითაშვილი უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრს შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უზბეკეთის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრს აზიზ აბდუხაკიმოვს შეხვდა. შეხვედრა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ორი ქვეყნის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმის მიმართულებით. აღინიშნა, რომ უზბეკეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველა მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, რაც დადებითად აისახა კიდეც ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების დინამიკაზე.

აღინიშნა, რომ 2023 წელს უზბეკეთი საქართველოში ჩამოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობის მხრივ მეთოთხმეტე ადგილზე დაფიქსირდა - ზრდადი დინამიკა 2024 წელსაც გაგრძელდა და წლის პირველ ნახევარში საქართველოს უზბეკეთიდან 27 პროცენტით მეტი ვიზიტორი ეწვია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერება ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა, საპორტო ინფრასტრუქტურა, გადამამუშავებელი მრეწველობა, ტექსტილი და სხვ. აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ქვეყნებს შორის სახეზეა ურთიერთობების მეტი განვითარება, რაც დადებითად აისახება საქართველო - უზბეკეთის შემდგომ თანამშრომლობაზე.

შეხვედრის შემდეგ, ხელი მოეწერა თანამშრომლობის პროგრამის დაწყებას საქართველოსა და უზბეკეთის ტურიზმის უწყებებს შორის. ის გათვლილია 2024-2026 წლებზე და მოიცავს ქვეყნებს შორის ტურიზმის სფეროში არსებული საუკეთესო გამოცდილების გაცვლა - გაზიარებას, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიმოცვლას, აგრეთვე ორი ქვეყნის ტურისტული წრეების დაახლოებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა