გიორგი გახარია - პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ - უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო

ბაიდენთან ვიზიტის გაუქმების ფორმალური მხარე არის ის, რომ პირდაპირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრემიერად, შენ არავინ ხარ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევის გაუქმება.

როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, „ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად, ამიტომ არ დაელაპარაკნენ“.

„საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ დარჩა ერთადერთი ბოლო სამართლიანი და დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ეს არის არჩევნები. თუ ეს არჩევნები იქნება დემოკრატიული და თავისუფალი და თავის როლს შეასრულებს, რაც არის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა, მაშინ ის დაძაბულობა და გაურკვევლობა რაც არის საზოგადოებაში, მოიხსნება და „ოცნებაც“ იქნება ბედნიერი.

თუკი ქვეყანაში ყველამ ერთად ჩავატარეთ სამართლიანი არჩევნები, ზუსტად 6 თვეში დავეწევით მოლდოვას და დავიწყებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებებს.

ბაიდენთან ვიზიტის გაუქმების ფორმალური მხარე არის ის, რომ პირდაპირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრემიერად, შენ არავინ ხარ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. არაფორმალური მხარე არის ის, რომ როდესაც პრემიერი ჩავიდა აშშ-ში, ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ. უთხრეს, რომ ამას არ დაუშვებდნენ. ეს კომუნიკაცია პირველად არ ხდება, ამიტომ ეს კომუნიკაცია შეუძლებელი იყო, ეს კარები ჩაკეტეს და მორჩა. როდესაც გაეროს ტრიბუნასთან იდგა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სახელით ლაპარაკობდა, მაგრამ კულუარულ შეხვედრებზე კობახიძე წავიდა იმისთვის, რომ კონკრეტული ერთი ადამიანის მესიჯები ჩაეტანა. მოუკლეს ეს გზა და პრემიერს უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო“,- განაცხადა გახარიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია