გიორგი გახარია მიხეილ დაუშვილზე - მიშა არის გუნდში, აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას - მას აქვს ძალიან დიდი ფუნქცია ახლა, საარჩევნოდ

მიშა არის გუნდში, აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ დეპუტატ მიხეილ დაუშვილის საარჩევნო სიაში არყოფნაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, მიხეილ დაუშვილს საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან დიდი ფუნქცია ექნება.

„მიშა დაუშვილი არის ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი. ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ქართველი ახალგაზრდა პოლიტიკოსი. მე მიშა გავიცანი 8 წლის წინ. დღეს ახალგაზრდა პოლიტიკოსია და მაშინ საერთოდ ახალგაზრდა იურისტი იყო. მიშა არის გუნდში, აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას. მას აქვს ძალიან დიდი ფუნქცია ახლა, საარჩევნოდ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, 25 სექტემბერს, პარტიამ, „გახარია - საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის 29 წევრი წარადგინა.

წარდგენილ პარტიულ სიაში გიორგი გახარიას მიხეილ დაუშვილი არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ „მიხეილ დაუშვილი სიის შემადგენლობაში არის, მე უბრალოდ გამომრჩა”.

მოგვიანებით მიხეილ დაუშვილმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში არყოფნის გადაწყვეტილება თავად მიიღო და „სამწუხარო და საწყენია შეფასება, რომ გამოგვრჩა“.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა