ლევან დავითაშვილმა მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებაში მონაწილე ტურიზმის მინისტრებთან შეხვედრები გამართა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა სხვადასხვა ქვეყნების ტურიზმის მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. მსოფლიო ტურიზმის დღე საქართველოში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრებს ასევე დაესწრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.

“მალაიზიის ტურიზმის, ხელოვნებისა და კულტურის მინისტრ დათო სრი ტიონგ კინგ სინგთან შეხვედრისას, განხილულ იქნა საქართველოსა და მალაიზიას შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბოლო წლებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი გაცილებით დიდია. ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად ტურიზმი დასახელდა - 2023 წელს მალაიზიიდან საქართველოს 146 პროცენტით მეტი ვიზიტორი ეწვია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს დინამიკა 2024 წლის პირველ ნახევარში გაგრძელდა - ზრდამ წინა წელთან შედარებით 40 პროცენტი შეადგინა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები ვაჭრობის, ინვესტიციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, აგრეთვე საზღვაო ტრანსპორტის სექტორებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავებაზე ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროებში.

შეხვედრის დასასრულს მალაიზიის ტურიზმის, ხელოვნებისა და კულტურის მინისტრმა ლევან დავითაშვილი მომავალ წელს მალაიზიაში მიიწვია, სადაც ტურიზმის მსოფლიო დღე 2025 გაიმართება. თბილისის ღონისძიებაზე ტურიზმის მსოფლიო დღის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მალაიზიამ ოფიციალურად გადაიბარა.

დღესვე, ღონისძიების ფარგლებში ლევან დავითაშვილი გვატემალის ტურიზმის მინისტრს ჰარის უიტბეკს შეხვდა. შეხვედრაზე მან მადლობა გადაუხადა გვატემალელ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და შემდგომი განვითარების მიმართულებით. ამავე დროს, ითქვა, რომ საქართველო ასევე დაინტერესებულია ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის რეგიონში თანამშრომლობის განვითარებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში. დადებითად შეფასდა 2023 წლის მაისს, პუნტა კანაში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და გვატემალის ტურიზმის ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ