დავით კირკიტაძე - სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის, დავით კირკიტაძის განცხადებით, რიგით რომელი იქნებოდა საარჩევნო სიაში, მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა.

როგორც კირკიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, საარჩევნო სია არ არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სია, რადგან პარტიაში გაერთიანებულია რამდენიმე პოლიტიკური პარტია.

„სიის ნუმერაციას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ, 22-დან 26-მდე არც თუ ბევრი ადგილია. სიაში 26-ე ვარ, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი სია არ არის „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სია, ჩვენი პოზიცია იყო, რომ გაკეთებულიყო დიდი ერთიანობა. ჩვენთან ერთად არიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“... შეიქმნა საკმაოდ დიდი ჯგუფი და ამიტომ გვქვია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, -აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ქვეყანას და ოპოზიციურ ველს ერთიანობა სჭირდება, ამიტომ ამისკენ გადადგა პარტიამ ნაბიჯები.

„სწორედ ეს არის განსხვავება ჩვენსა და „ქართულ ოცნებას“ შორის. მიხეილ სააკაშვილი, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ არ ცხოვრობს გუშინდელი დღით, არ იყურება წარსულში ვინ, რა, როგორ გააკეთა. ჩვენ ვიყურებით მომავლისკენ თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ჩვენს ქვეყანას და ოპოზიციურ ველს ერთიანობა სჭირდება და ჩვენ ამისკენ გადავდგით ნაბიჯები. რაც შეეხება, კონკრეტულ იმ ადამიანებს, რომლებიც საარჩევნო სიის ოცეულში არიან, დავიწყოთ გიორგი ვაშაძით: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში ვაშაძემ განახორციელა შესანიშნავი პროექტი - ააშენა თანამედროვე იუსტიციის სახლები. რაც შეეხება გიგი წერეთელს, ის წლების მანძილზე ეუთოში ყველაზე მაღალ თანამდებობას იკავებდა, რაც კი მანამდე ეკავა ნებისმიერ ქართველს, ის არის გამოცდილი დიპლომატი. რას უწუნებთ ირაკლი ფავლენიშვილის? ის არის შესანიშნავი ახალგაზრდა, რომელიც იმ ყველა ახალგაზრდასთან ერთად ათენებდა და აღამებდა, რომლებიც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამოდიოდნენ. დიახ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ქვეყნის მშენებლობაში იყოს ჩართული და მან კარი დაუხუროს, ან გაახსენოს წარსულში გაკეთებული განცხადებები. სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსება არის მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის, გამოცდილი პოლიტიკოსებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი ეს სია“, - განაცხადა კირკიტაძემ.

რაც შეეხება საარჩევნო სიაში პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შესახებ კითხვას, კირკიტაძე ასე პასუხობს: „ლევან ხაბეიშვილი სიაში ნუმერაციას არანაირ მნიშვნელობას არ ანიჭებს“.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში