ისრაელის არმიის ინფორმაციით, ბეირუთში „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბეს

ისრაელმა „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი დაბომბა, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის, ჰასან ნასრალას ბედი ამ დროისთვის უცნობია , - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის სამხედროები და მედია ავრცელებენ.

ისრაელის სამხედროების თანახმად, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 27 სექტემბერს საღამოს მასობრივი ავიადარტყმები განახორციელეს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში. მათ აღნიშნეს, რომ ავიადარტყმების სამიზნეს ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მთავარი შტაბი წარმოადგენდა.

ისრაელის მედიაში გავრცელებული დაუდასტურებელი ცნობების თანახმად, ავიადარტყმების სამიზნე „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა იყო, რასაც მის ბედთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობები მოყვა.

გამოცემა The Times of Israel-ის თანახმად, „ჰეზბოლასთან“ დაკავშირებულმა წყარომ განაცხადა, რომ ისრაელის ავიადარტყმებმა 6 შენობა გაანადგურეს.

Reuters-ის თანახმად, ლიბანის უშიშროებიდან წყაროს თანახმად, შენობა, რომელიც ავიადარტყმების სამიზნე გახდა, „ჰეზბოლას“ უფროსი მეთაურობის შეკრების ადგილს წარმოადგენდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა