ომბუდსმენი - ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა -  საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით

ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა, საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ომბუდსმენის აპარატი ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული, ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეფექტიანი აღსრულება.

„28 სექტემბერს მსოფლიო ინფორმაციის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღინიშნავს. ყველას აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე, კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში არსებულ დოკუმენტებს. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება საქართველოს კონსტიტუციით დაცული სიკეთეა და უზრუნველყოფს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე.

ქვეყანაში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტური ინსტიტუტის არარსებობა. სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა საქმის განხილვის პროცედურის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირის ინფორმაციის სრულყოფილ და დროულ ხელმისაწვდომობას რასაც ადასტურებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქალაქო და რეგიონული სასამართლოებიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით მწვავედ დგას ჟურნალისტების და უფლებადამცველების მიმართებით, ვინაიდან, დაგვიანებით გაცემულმა ინფორმაციამ, შესაძლოა, საზოგადოებისთვის დაკარგოს თავდაპირველი ღირებულება და ხელი შეუშალოს მათი საქმიანობის განხორციელებაში. ინფორმაციის თავისუფლების სათანადო რეალიზაციისთვის მნიშვნელოვანია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების საკანონმდებლო გარანტიების შექმნა, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და ეფექტიანი აღსრულება.

საქართველოს სახალხო დამცველი წლებია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას საჯარო ინფორმაციის დაცვის სტანდარტის გასაუმჯობესებლად ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებისკენ, რაც სხვა საკითხებთან ერთად უზრუნველყოფს ეფექტიანი და დამოუკიდებელი საზედამხედველო მექანიზმის შექმნას“, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა