ლევან მაჭავარიანი - გარწმუნებთ, გიორგი ამილახვრის გადადგომის მიზეზი ბიზნესში დაბრუნებაა - სანქციებს რაც შეეხება, არავის ეშინია და როდესაც ამაზე საუბრობენ, მინისტრს არავინ ახსენებს, ყურადღება დეპუტატებზეა გამახვილებული

გარწმუნებთ, რომ გიორგი ამილახვრის გადადგომის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ ბიზნესში ბრუნდება. სანქციებს რაც შეეხება, არავის ეშინია და როდესაც სანქციებზე საუბრობენ, მინისტრს არავინ ახსენებს, ყურადღება დეპუტატებზეა ხოლმე გამახვილებული - „ქართული ოცნების“ გუნდი ისეთი შედუღაბებული და ერთიანია, როგორც არასდროს, არც სანქციების და არც არაფრის არავის ეშინია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვრის გადადგომაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამილახვრის გადაწყვეტილება თავად მისი არჩევანია.

გიორგი ამილახვარი ძალიან კარი პიროვნებაა, პატრიოტია, სუფთა პიროვნებაა, პროფესიონალი თავისი საქმის. მე და მთელ გუნდს გული დაგვწყდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ბევრი რამ გააკეთა, ბევრი რეფორმა გაატარა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არ იმყოფებოდა მინისტრის თანამდებობაზე. გული დაგვწყვიტა, თუმცა ეს მისი არჩევანია და სურვილი აქვს, საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელოს, როგორც ამას აკეთებდა, სანამ პოლიტიკაში შემოვიდოდა. ჩვენ რა უნდა ვქნათ - უნდა დავთანხმდეთ და პირიქით, წარმატებებს ვუსურვებთ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

რაც შეეხება ოპოზიციაში შეფასებებს, რომ ამილახვარმა წინასაარჩევნოდ არსებული ვითარებიდან გამომდინარე „ზეწოლას ვერ გაუძლო“, მაჭავარიანი ამბობს, რომ საჯარო სექტორში თანამშრომლებზე ზეწოლა არ მიმდინარეობს.

„ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ არანაირი ზეწოლა არ მიმდინარეობს საჯარო სექტორზე, თანამშრომლებზე იმის გამო, რომ მას სხვა ტიპის პოლიტიკური გემოვნება აქვს, არის ის ქალბატონი [ნანა მალაშხია], რომელიც პირველი ნომერი აღმოჩნდა ბატონ გვარამიას პარტიაში და მერიაში იკავებს არც ისე დაბალ პოზიციას. როდესაც აქციებია ხოლმე, "ნახევარი" სამინისტრო და ნახევარი მერია გამოსულია. ესაა ჩვენი ხელწერა. ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური განსხვავება, რითაც განვსხვავდებით წინა ხელისუფლებისგან. წარმოგიდგენიათ, რომ წინა ხელისუფლების დროს საჯარო მოსამსახურე აღმოჩენილიყო რომელიმე ოპოზიციური პარტიის რიგებში? - აწამებდნენ, დაიჭერდნენ. ჩვენთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი ფილოსოფია ეფუძნება ადამიანის თავისუფლების და ღირსების იდეას. შესაბამისად, ადამიანი როგორი პოლიტიკური შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს, თუ იგი პროფესიონალია, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მუშაობდა 12 წლის განმავლობაში, მუშაობს და გააგრძელებს იმ სამსახურში, რა სამსახურშიც არის“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი