გიორგი ბარამიძე - ქართველი ხალხი სულელი არ არის, არცერთი პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს კვლევებშიც ჩანს

ქართველი ხალხი სულელი არ არის, აღარავინ, არცერთი პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს ამ კვლევებშიც ჩანს, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ, Edison Research-ის ბოლო კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი ბარამიძის თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს 2012 წელს საზოგადოებისთვის მიცემული არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.

„ისედაც ნათელია და ამას Edison Research-ის კვლევები არ სჭირდება: სადაც უნდა იყოს ადამიანი, გაიაროს ქუჩაში, ბაზარში, ავიდეს ტრანსპორტში, მაღაზიაში, ნებისმიერ ქალაქში და დაბაში, უბანში, ყველამ კარგად დაინახა, რა მავნებლურ რეჟიმთან გვაქვს საქმე, რომ ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ამ ხალხს ჰპირდებოდა 2012 წელს, ის საკუთარი თავისთვის მოიწყო, ის უფასო ფული, მიწები, ტყე, სამუშაო ადგილები მოიწყო თავისთვის, თვითონ 900 მილიონით გამდიდრდა, ივანიშვილის ბანდის წევრების გარშემო შემოკრებილმა რამდენიმე ოჯახმა ჩაიგდო ხელში საქართველოს ეკონომიკა, პორტები, რკინიგზა, მსხვილი ბიზნესები მათ ხელშია, აქედან გამომდინარე, მათ აიწყვეს ცხოვრება კარგად და ქართველ ხალხს უქციეს ის ჯოჯოხეთად, რადგან მათი მმართველობის პირობებში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა საქართველო, სწორედ ამ მაღალი ფასების, უმუშევრობის, გაჭირვებისა და სიდუხჭირის გამო.

ქართველი ხალხი სულელი არ არის, აღარავინ, არცერთი ნორმალური პატრიოტი ამ მოღალატეებისთვის ხმის მიცემას არ აპირებს და, რა თქმა უნდა, ეს ამ კვლევებშიც ჩანს. ეს მითუმეტეს, ასე მოხდება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა ამ ხალხს აკადრა, რომ თურმე ჩვენ ჟიული შარტავასა და გიორგი ანწუხელიძის მკვლელებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ.

საქართველო ბოდიშს არავისთან, არასდროს არ მოიხდის, ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გაისტუმრებს ამ ხელისუფლებას და საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანების გზით, აუცილებლად, მშვიდობიანად გამთლიანდება“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა