რუსების მიერ სუმის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა

რუსების მიერ სუმის საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.

„11 ადამიანი დაშავდა, საავადმყოფოდან 113 პაციენტია ევაკუირებული. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. მსოფლიოში ყველამ, ვინც ამ ომზე ლაპარაკობს, ყურადღება იმას უნდა მიაქციოს თუ რას იღებს მიზანში რუსეთი. ისინი საავადმყოფოებს, სამოქალაქო ობიექტებსა და ადამიანების სიცოცხლეს ებრძვიან. მხოლოდ ძალას შეუძლია რუსეთს მშვიდობა აიძულოს“, - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, რუსებმა სუმში სამედიცინო დაწესებულებას დღეს დილით ორჯერ დაარტყეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია