ირაკლი ღარიბაშვილი - მოსვლის დღიდან ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებულია მოქალაქეების თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე, ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას  ქვეყნის ეროვნული ინტერესები

მოსვლის დღიდან ჩვენი ხელისუფლება ორიენტირებულია მოქალაქეების თავისუფლებაზე და კეთილდღეობაზე, ყველაფერს აკეთებს, რომ დაიცვას ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ჩვენი ხალხის ინტერესები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თელავში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გასული წლების განმავლობაში „თვალსაჩინო პროგრესი და წინსვლა მოუტანა ქვეყანას ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, თავისუფლება და 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა“.

„2012 წლის 1-ელ ოქტომბრის შემდეგ გათავისუფლდა ბიზნესი და დაცულია კერძო საკუთრება, სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებით, კორუფციის სიმცირისა და მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობით დღეს ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა და ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის მრავალ წევრ სახელმწიფოს უსწრებს, რასაც თავად ევროპული ინსტიტუტები და ავტორიტეტული ორგანიზაციები ადასტურებენ. გასული 12 წლის განმავლობაში თვალსაჩინო პროგრესი და წინსვლა მოვუტანეთ ჩვენს ქვეყანას ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით, წარმატებით ავითვისეთ მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ბაზრები, გავხსენით ევროკავშირის, რუსეთის, ჩინეთის ბაზრები, ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია სიღარიბისა და უმუშევრობის მკვეთრი შემცირება, ისტორიულ მინიმუმზეა ორივე მაჩვენებელი, შეიქმნა 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი, სამჯერ გავზარდეთ ეკონომიკა და ბიუჯეტი, რაც მთავარია ქვეყანაში გვაქვს თავისუფლება და 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა, რაც არასდროს, არცერთი მმართველის დროს არ გვქონია ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და ეს ყველაფერი პირველ რიგში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა!“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე