ირაკლი ღარიბაშვილი - ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ ჩვენი სურვილია ევროპისკენ სვლა მხოლოდ ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წესებით და ჩვენი ღირსებით

26 ოქტომბერს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა მშვიდობისთვის და ქვეყნის გადარჩენისთვის! მე მჯერა, ჩვენი ხალხი ერთადერთ სწორ არჩევანს გააკეთებს და როგორც შიდა, ისე გარე მტრებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს, რომ ქართველი ერის სურვილია თავისუფლება და მშვიდობა! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე, თელავში შეკრებილ მოსახლეობას.

მანვე აღნიშნა, რომ 26 ოქტომბერს ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი, უნდა გადაწყვიტოს სურს მშვიდობა და კეთილდღეობა საკუთარი შვილებისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის, თუ სურს ომი, ქაოსი და ქვეყნის განადგურება.

„26 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი მომავალი, უნდა გადაწყვიტოს სურს მშვიდობა და კეთილდღეობა საკუთარი შვილებისთვის და საკუთარი ოჯახებისთვის, თუ სურს ომი, ქაოსი და ქვეყნის განადგურება? ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სურს საკუთარი შვილების მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, რაც გარანტირებულად მოიტანს განვითარებას და თქვენი ოჯახების კეთილდღეობას, თქვენი შვილებისთვის ნამდვილ ევროპულ მომავალს, თუ სურს ისევ ნახოს ომი და ქაოსი, განუკითხაობა, საკუთარი შვილების და ოჯახის წევრების ომში გაგზავნა? ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესების მოღალატე ოპოზიცია – „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილი ახალი პარტიები და კოალიციები პირდაპირ ითხოვდნენ ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვას, ჩვენი ხალხის გაგზავნას უკრაინაში საომრად, ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, რაც დაანგრევდა ქვეყნის ეკონომიკას, ითხოვდნენ მათ მიერვე ნახსენები - მეორე ფრონტის გახსნას, ანუ ჩვენი ქვეყნის მეორე პოლიგონად გადაქცევას. დღეს ეს ბოროტება ცდილობს ხალხის მოტყუების გზით და ცრუ დაპირებებით ხელისუფლებაში დაბრუნებას, მათი მოსვლა ნიშნავს ომის დაწყებას და ქვეყნის დანგრევას. ამიტომ დღეს არჩევანი მარტივია, ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ სტაბილური განვითარებით, კეთილდღეობით, ეკონომიკური ზრდითა და 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობით, მეორე მხარეს კი ჩვენ ვხედავთ "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობს" მთელი მისი სატელიტი პარტიებითა და კოალიციებით, აგენტურით, მედია საშუალებებითა და ენჯეოებით, საკუთარი ლობისტებითა და უცხოელი პატრონებით, რომლებიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობენ და მზად არიან გაწირონ ჩვენი ხალხი და ქვეყანა და შეასრულონ ნებისმიერი ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი დავალება. ასეთი მარტივი არჩევანი სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ომს შორის მართლაც არასდროს გვქონია და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ახლაც ისეთივე ბრძნულ არჩევანს გააკეთებს, როგორც ეს გააკეთა 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს