ბიძინა ივანიშვილი - კახეთი, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია, ასე იყო უწინაც, ასეა ახლაც - ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას

მოგესალმებით პატარა კახის, დიდი ერეკლეს შთამომავლებს, საქართველოს უანგარო პატრიოტებს! კახეთი, ჩვენი ქვეყნის ეს დალოცვილი კუთხე, საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. ასე იყო უწინაც, ასე არის ახლაც! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ადგილობრივ მოსახლეობას.

მისი განცხადებით, დღეს რომ საქართველო ცოცხალია, ამაში კახელებს დიდი წვლილი მიუძღვით, „ვინაიდან ისინი საუკუნეების განმავლობაში, გმირულად იცავდნენ საკუთარ სამშობლოსა და სარწმუნოებას“.

„საუკუნეების განმავლობაში, ისტორიამ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლა გარგუნათ ბედად და თქვენც, პირნათლად ასრულებდით დაკისრებულ მოვალეობას, გმირულად იცავდით ჩვენს მიწა-წყალსა და სარწმუნოებას.

დღეს რომ საქართველო ცოცხალია და ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის, ამაში თქვენი ლომის წვლილია.

ისტორიულმა ქარტეხილებმა კახელებს მებრძოლი სული და უდრეკი ბუნება ჩამოგიყალიბათ, მაგრამ გენიალური ფიროსმანის პერსონაჟებივით ნათელ და ნამდვილ ადამიანებად დარჩით, კახური მრავალჟამიერივით ძარღვიან, ღირსეულ ქალებად და კაცებად!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე