ირაკლი კობახიძე - კახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და იშრომო შენი სამშობლოს თვითმყოფადობისა და ტრადიციების დასაცავად და შესანარჩუნებლად

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თელავში, საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ კახეთს ყველაზე მეტი ომი აქვს გადატანილი სამშობლოსთვის და სარწმუნოებისთვის და შესაბამისად, არავისგან ესწავლებათ არც ქვეყნისთვის თავგანწირული ბრძოლა და არც მშვიდობის ფასი.

მისივე თქმით, კახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და იშრომო შენი სამშობლოს თვითმყოფადობისა და ტრადიციების დასაცავად და შესანარჩუნებლად.

"კახეთი არის უდიდესი ქართველი მოაზროვნისა და საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის სამშობლო, რომელმაც საქართველოს თვითმყოფადობის არსი სამი სიტყვით - მამულით, ენით და სარწმუნოებით გამოხატა და თითოეულ ქართველს სამშობლოსათვის თავგანწირვის გამორჩეული მაგალითი მოგვცა.

კახეთი არის ერეკლე მეორის მშობლიური მხარე, ერეკლე მეორემ ჯერ მრავალი გადახდილი ომით და შემდეგ თავისი სიბრძნით შეუნარჩუნა საქართველოს ეროვნული თვითმყოფადობა და ქრისტიანული სარწმუნოება. ამიტომ, გასაკვირი არაა, რომ ამ ქვეყნის თვითმყოფადობისა და ქრისტიანული სარწმუნოების მტრებს თავის ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ სწორედ ერეკლე მეორე ჰყავთ ამორჩეული. ამის საპირისპიროდ, ჩვენი ვალია, ჩვენს უსაყვარლეს მეფეს განსაკუთრებული პატივი მივაგოთ და ამ მიზნით, როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს დედაქალაქში - თბილისში მალე ერეკლე მეორის ძეგლი აღიმართება. ერეკლე მეორის ძეგლი შეახსენებს მტერსაც და მოყვარესაც, რომ საქართველო არასოდეს დათმობს თავის თვითმყოფადობას, არასოდეს დათმობს მამულს, ენას და სარწმუნოებას.

კახეთი არის მხარე, სადაც ყველაზე უკეთ იციან ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლოს - ვაზის მოვლა და მოფრთხილება. ამიტომ, კახელებს ტრადიციულ ქართულ ფასეულობებს ვერასდროს ვერავინ დაგათმობინებთ. კახეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოლო და იშრომო შენი სამშობლოს თვითმყოფადობისა და ტრადიციების დასაცავად და შესანარჩუნებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის