ბიძინა ივანიშვილი - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზეა შესაძლებელი, ამასთან დაკავშირებით კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს - საქართველო მუდმივი კონფლიქტის რეჟიმში იყოს

დღეს ჩვენ ჩართულნი ვართ არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიაში, არამედ ბრძოლაში მშვიდობის, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ტრადიციებისა და ფასეულობების დასაცავად, ამ ბრძოლის მთავარი ასპარეზი კი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა თელავში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ესაა ბრძოლა მოსახლეობის დიდი ხნის ნატვრის - საქართველოს გაერთიანების ასასრულებლადაც, რომლის მიღწევა მხოლოდ მშვიდობიანი გზით არის შესაძლებელი. ივანიშვილის შეფასებით, „ამ საკითხზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულება, ნათლად წარმოაჩენს მათ მიზანს - საქართველო მუდმივად დაპირისპირების რეჟიმში იყოს“.

„ესაა ბრძოლა ჩვენი დიდი ხნის ნატვრის ასასრულებლადაც - კვლავ გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო, თუმცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, შერიგებისა და ურთიერთ შენდობის საფუძველზეა შესაძლებელი!

ამ საკითხთან დაკავშირებით უცხო ქვეყნების აგენტებისა და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ნათლად გვიჩვენებს მათ რეალურ მიზანს – საქართველო მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში იყოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის.

26 ოქტომბერს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ გუნდს გვაქვს მზაობა, რომ საჭირო მომენტში, ქვეყანა საკონსტიტუციო მოწყობის ისეთ მოდელზე გადავიყვანოთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავიხდინოთ ჩვენი მრავალწლიანი ოცნება - კვლავ ვიხილოთ ერთიანი და ძლიერი საქართველო!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!