ბიძინა ივანიშვილი -  საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, მზად ვართ მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი კონსტიტუციაშიც ავსახოთ - ნურავინ იფიქრებს, რომ რომელიმე რელიგიურ კონფესიას პრობლემა შეიძლება შეექმნას

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტიის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში მართლმადიდებლური ეკლესიის დაცვისა და გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილ ნაბიჯებზე ისაუბრა.

ივანიშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის სხვა რომელიმე რელიგიურ კონფესიას.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, აუცილებლად დავაყენებთ დღის წესრიგში - მზად ვართ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მართლმადიდებელი ეკლესიის დაცვის და გაძლიერების მიმართულებით და მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს კონსტიტუციაშიც ავსახოთ!

თუმცა, ნურავინ იფიქრებს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებელი ეკლესიის როლის გამოკვეთით, რომელიმე რელიგიურ კონფესიას რაიმე ტიპის პრობლემა შეიძლება შეექმნას; პირიქით, ჩვენი ქვეყანა სწორედ იმით არის გამორჩეული, რომ სხვადასხვა აღმსარებლობის ხალხს ერთმანეთის რელიგიის უდიდესი პატივისცემა გვაქვს, სახელმწიფო კი თანაბრად ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე, განურჩევლად მისი ეროვნებისა და აღმსარებლობისა. საქართველოში მოქმედი კონფესიების დაცვისა და თავისუფლების გარანტი, როგორც დღემდე, შემდგომშიც, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა თელავში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება